ელექტრონული სპორტის პირველი ქართულენოვანი პლატფორმა საქართველოში

ელექტრონული სპორტის პირველი ქართულენოვანი პლატფორმა საქართველოში

eSports.ge - ელექტრონული სპორტის პირველი ქართულენოვანი პლატფორმა საქართველოში, რომლის მიზანია განავითაროს eSports სცენა.

ამიერიდან ქართველ eSport-ის მოყვარულებს მიეცემათ შესაძლებლობა eSports.ge-ზე გაეცნონ სიახლეებს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ელექტრონულ სპორტთან დაკავშირებით, მიიღონ მონაწილეობა ტურნირებში და მოიპოვოთ სხვადასხვა პრიზები.

eSports (ვრცლ. Electronic Sports (ელექტრონული სპორტი), e-sports, პროფესიონალური ვიდეო გეიმინგი, პრო გეიმინგი) არის შეჯიბრის ტიპი, რომელიც ტარდება ელექტრონულ სისტემებზე, კონკრეტულად კი ვიდეო თამაშებში.

eSport-ში ერთმანეთს პროფესიონალი მოთამაშეები უპირისპირდებიან თამაშების სხვადასხვა სახეობაში და იბრძვიან გამარჯვებისთვის. ყველაზე გავრცელებული თამაშების ჟანრები ამ კუთხით გახლავთ სტრატეგიები (Real-Time Strategy), ჩხუბები (Fighting), პირველი პირის სროლები (First-Person Shooter) და მულტიმოთამაშიანი ონლაინ საბრძოლო არენები (MOBA).

eSports-ში პირველი ტურნირი 1972 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს თამაშ Spacewar-ში დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ eSports სტაბილურად ვითარდება, მაგრამ მისი პოპულარობა 21-ე საუკუნის დასაწყისში საგრძნობლად გაიზარდა, რაც იმ პერიოდში შექმნილმა თამაშებმა -Quake, Counter-Strike, StartCraft, გამოიწვია.

პირველი ელექტრონული სპორტის ოფიციალური ასოციაცია 2000 წელს დაარსდა სამხრეთ კორეაში კულტურის, სპორტის და ტურიზმის სამინისტროს მიერ.

eSports-ში, როგორც ტრადიციულ სპორტებში (ფეხბურთი, კალათბურთი) საჭიროა ვარჯიში, სტრატეგიის დაგეგმარება, სწრაფი მოქმედება, ეფექტურად გეგმის განხორციელება და ამ ყველაფრის გუნდთან შეწყობა. 2015 წლის eSports-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ორგანიზატორი ინტერნაციონალური e-Sport-ის ფედერაცია გახლდათ, დაიდგა eSports-ის პანელი, სადაც მიიწვიეს სტუმრები ინტერნაციონალური სპორტის საზოგადოებიდან და განიხილეს eSports-ის რეალურ სპორტად აღიარების საკითხი.

2013 წელს, League of Legends-ის კანადელმა მოთამაშე დენი „Shipftur’ ლიმ პირველად მოიპოვა ჩრდილოეთ ამერიკული P-1A ვიზა, რომლითაც საერთაშორისო დონეზე ცნობილი ათლეტები სარგებლობენ. 2016 წელს, საფრანგეთის მთავრობამ დაიწყო პროექტი, რომელიც ემსახურება eSports-ის რეგულირებას და ხალხისთვის მის გაცნობას. 2011 წლიდან მოყოლებული, ელექტრონულ სპორტში საპრიზო ფონდი საგრძნობლად იზრდება და 2016 წელს Dota 2-ის ტურნირზე The International 6, 20770460 აშშ დოლარი შეადგინა.

eSports-ის პროფესიონალური სცენის და პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება მაყურებლების და მოთამაშეების რაოდენობა, რამაც განაპირობა მედიის ყურადღება ელექტრონული სპორტის მიმართ. ამჟამად, ელექტრონულ სპორტზე სიახლეები ქვეყნდება ისეთ საიტებზე, როგორებიცაა ESPN, Yahoo!, Sport1, Kicker.

დღეიდან  eSports-ის ქართველ მოყვარულებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ და აქტიურად ჩაერთონ ელექტრონულ სპორტში.

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

16 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID ენერგეტიკული პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარე წლის 14 აგვისტოს „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე...