ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ჟურნალისტებს სიახლეები და გეგმები გააცნეს

ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ჟურნალისტებს სიახლეები და გეგმები გააცნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, შემოსავლების სამსახურში განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების, ასევე საბაჟო პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არსებული თანამედროვე ინფრასტუქტურის გაცნობის მიზნით, მედიის წარმომადგენლები 10 თებერვალს ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას სტუმრობდნენ.
 
ჟურნალისტებს მეგზურობა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა გაუწიეს.
 
მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა მოისმინეს პრეზენტაციები იმ მომსახურებისა და კონტროლის ღონისძებების შესახებ, რომელსაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს.
 
მედიატურის მონაწილეები დაესწრნენ გემის დაცლის, კონტეინერების შემოწმებისა და ტვირთის გაფორმების, ასევე ფოტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის განხორციელების პროცედურებს.
 
მედიის განსაკუთრებული ინტერესი შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის სპეციალური დანიშნულების ძაღლების საშუალებით, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და კონტრაბამდული თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენის სიმულაციურმა პროცესმა გამოიწვია.
 
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, განსაკუთრებით კი საბაჟოს მიმართულებით ხორციელდება. დღევანდელი მედიატურის მიზანი იყო, დეტალურად გვეჩვენებინა მედიისთვის, თუ როგორია საბაჟო პროცედურები და მათი კონტროლის სისტემა, მათ შორის, არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენა. რამდენად მზადაა ჩვენი საბაჟო იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტური კონტროლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებზე“, - მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
 
„შემოსავლების სამსახური ახორციელებს ეფექტურ და ამავე დროს ოპერატიულ და სწრაფ კონტროლს, იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს იმპორტის განხორციელებას ქვეყანაში. მსგავსი კონტროლის საშუალებები დანერგილია ყველა საბაჟო-გამშვებ პუნტებში და ვიმედოვნებთ, კერძო სექტორთან პარტნიორული ურთიერთობების შედეგად, შევძლებთ ბალანსის დაცვას და ერთი მხრივ, კონტროლის გაძლიერებას და მეორე მხრივ, კერძო სექტორის საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.
რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

17 ივნისი, 2018

11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ...