მთავარი » ეკონომიკა » ლევან ხაბეიშვილი: თბილისის მერიაში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ლონდონის
ლევან ხაბეიშვილი: თბილისის მერიაში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ლონდონის
16:10 | 9 თებერვალი, 2017

ლევან ხაბეიშვილი: თბილისის მერიაში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ლონდონის

"ახალი საქართველოს" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობაზე და ხარჯებზე განცხადებას აკეთებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მან რამდენიმე დღის წინ მიმართა ლონდონის მერიას და გამოიხოვა უწყებაში დასაქმებულ თამანშრომელთა ოდენობა.

"ოფიციალური წერილით მივმართეთ ლონდონის მერიას და ვკითხეთ რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული ადგილობრივ თვითმმართელობაში . რამდენიმე დღეში პასუხი მივიღეთ და აღმოჩნდა, რომ ლონდონის მერიაში 835 ადამიანი მუშაობს . თბილისის მერიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 5000 აჭარბებს . წარმოუდგენლად გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯი, მერიის მარგი ქმედების კოეფიციენტი , ფაქტობრივად ნულის ტოლია . ნებისმიერ შმთხვევაში თბილისის მერიაში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს ვიდრე ლონდონის" -განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ახალი საქართველოს" ლიდერის თქმით, ლონდონში მოსახლეობის რაოდენობა, მინიმუმ 7ჯერ აღემატება თბილისში მაცხოვრებლების რაოდენობას. მისივე თქმით, ეს ნათელი დადასტურებაა იმის, რომ არანორმალურად გაზრდილია საშტატო ერთეულები თბილსის მერიაში და შედეგი ფაქტობრივად არ გვაქვს.

ლევან ხაბეიშვილი ინიციატვით მიმართავს დედაქალაქის თვითმმართელ ორგანოს, განახევრდეს ბიუროკრატიული ხარჯები. გაკეთდეს ხარჯბი პროექტულ მმართვაზე და შესაბამისად ხარისხზე. 

ხაბეიშვილის  თქმით, ეს გაზრდის კონკურენციას, მერიის მარგი ქმედების კოეფიციენტს და არ იარსებებს ექსკლუზიური უფლებამოსილება.