დიდ საკონცერტო დარბაზში ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო

დიდ საკონცერტო დარბაზში ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო

4 თებერვალს, კორპორაცია "ეფა"-ს ორგანიზებით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფარმაცევტებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.

კორპორაციამ "გეფა", რომელიც აერთიანებს და მართავს "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელებს, ამავდროულად წარმოადგენს ყველაზე მსხვილ რითეილერს საქართველოში, ქართულ ფარმაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდოები გადასცა ღვაწლმოსილ ფარმაცევტებს.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: თსსუ-ს რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, ფარმაცევტულ დარგში დასაქმებული, უკვე შემდგარი და მომავალი თაობის ფარმაცევტები.

ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ჯგუფი "ინსაითი", სიმფონიური ორკესტრი - ღონისძიების მეორე ნაწილი სწორედ ამ მუსიკოსებმა გაფორმეს და განსაკუთრებული ემოცია შემოიტანეს დარბაზში.

ენრიკო ბერიძე - კოპანია "გეფა"-ს გენერალური დირექტორი: „განათლებამ და პროფესიონალიზმმა ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის მომავლისთვის. მეწარმეებმა ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს და განვითარებული იყოს ეკონომიკა.

დღევანდელი საღამო იმის დასტურია, რომ ორმხრივი, ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს ჩვენ თანამშრომლებთან. ამ ურთიერთობაში მთავარი გულწრფელობაა. თუ გულწრფელები და ღიები ვიქნებით ერთმანეთთან, უფრო კარგად დავინახავთ პრობლემებს და შევძლებთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას, რაც წარმატების მიღწევაში მეტად დაგვეხმარება".

დავით კილაძე - კომპანია "გეფა"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: "ღონისძიებამ შესანიშნავად ჩაიარა. გავიხსენეთ ის ფარმაცევტები, ვის მხრებზეც, ათწლეულის განმავლობაში გადაიარა ფარმაცევტულმა დარგმა საქართველოში. თვითონ საღამო იყო ძალიან ამაღელვებელი, უნიჭიერესი ქართველი შემსრულებლების და ძალიან კარგი მუსიკის თანხლებით. ყველაზე მთავარი და კარგი ისაა, რომ ასე იწყება მეგობრობა და საერთოდ, ყველა დიდი საქმე".

ნანა გორგასლიძე - თსსუ-ს პროფესორი; ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი: "ყველა სიახლეს მივესალმებოდი უწინაც და მივესალმები დღესაც. ამ 2 დიდი კომპანიის გაერთიანების შედეგად ის საზრუნავი და ძირითადი პრობლემები, რაც დგას დღეს ფარმაციის წინაშე, იმედია გონივრულ გადაწყვეტამდე მივა. მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და ორგანიზატორებს, რომ ასეთი თბილი და კარგი საღამო გვაჩუქეს. ვუსურვებ მეტი და მეტი სასიკეთო საქმეები ეკეთებინოთ".

ნინო ქათამაძე - მომღერალი: "ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 2251 ადგილია და დღეს ეს დარბაზი სავსე იყო თანამშრომლებით. იგრძნობოდა, რომ მთელი გუნდი აქ იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დარბაზი სავსეა, ზრუნავენ, ფიქრობენ შენზე. მოიფიქრეს, მოაწყვეს, მოიწვიეს ამდენი ადამიანი სცენაზე, გააკეთეს კონცერტი და ამ კონცერტს აქვს გაგრძელება. მაშასადამე, ამ ისტორიას ახლავს ძალიან დიდი პროფესიონალზმი. ფიქრი, ზრუნვა და მერე ამ ყველაფრის რეალიზება ნიშნავს იმას, რომ „გეფა“ არის დიდი კომპანია და აქვს დიდი პრეტენზიები, პერსპექტივები და ხედვა. მე მას წარმატებას ვუსურვებ".

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...