ინოვაციების სააგენტომ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში მონაწილე სტარტაპებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ინოვაციების სააგენტომ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში მონაწილე სტარტაპებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ტექნოპარკში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე პროექტ "სტარტაპ საქართველოს" პირველი ნაკადის, მაღალტექნოლოგიური მიმართულების, ფინალისტ და გამარჯვებულ გუნდებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

შეხვედრის მიზანი იყო სტარტაპებს შორის გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებსა და წარმატების შესახებ საუბარი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროექტის დახვეწის და პროგრამის მეორე ეტაპის უფრო წარმატებით განხორციელების გზებზე.

შეგახსენებთ, პროგრამა "სტარტაპ საქართველოს" ინიცირება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მოხდა. პროექტი განახორციელა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საპარტნიორო ფონდმა. მიღებული განაცხადები განაწილდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიხედვით და შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 51 ფინალისტი, რომელთაგან 100 000 ლარიანი დაფინანსება 20-მა სტარტაპმა მოიპოვა შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური ტექნოლოგიები, ტურიზმი, აგრო კულტურა, ჯანდაცვა, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული თამაშები, რეკლამა, ვირტუალური რეალობა. ჯამში ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების გამარჯვებულების რაოდენობა 65 -ია.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

პროგრამას "სტარტაპ საქართველო" საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2017 წელსაც განახორციელებს.

ბილაინმა ახალ მაღაზიაში, პეკინის გამზირზე Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპეციალური შეთავაზება წარადგინა

ბილაინმა ახალ მაღაზიაში, პეკინის გამზირზე Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპეციალური შეთავაზება წარადგინა

18 ივლისი, 2018

მობილურმა ოპერატორმა "ვიონი საქართველო", (ბრენდი ბილაინი) პეკინის გამზ. 17-ში, ბილაინის ახლადგახსნილ მაღაზიაში Huawei-ს ტელეფონის შეძენაზე სპაციალური შეთავაზების თაობაზე განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია"ბილაინი" ავრცელებს. 16...