პრემიერი: იქმნება სამი ახალი საწარმო

პრემიერი: იქმნება სამი ახალი საწარმო

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამი ახალი საწარმოს შექმნა იგეგმება. მისი განმარტებით, საწარმოები მცხეთის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუსა და ოზურგეთში შეიქმნება. "ახალი საწარმოების შექმნაზე ვიღებთ სამ ახალ გადაწყვეტილებას. ეს არის პროგრამა "აწარმოე საქართველოში". მის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ არდგომლიათკარში შეიქმნება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და განხორციელდება მილიონ 300 ათას ლარამდე ინვესტიცია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუში შეიქმნება თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. ინვესტიცია გახლავთ 130 ათასი ლარი. ჩაის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაგომარში შეიქმნება ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას იჯარის უფლებით გადაეცემა 25 ჰექტარი მიწის ფართობი", - განმარტა პრემიერმა. მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ოჯახებში შესული სარგებლის კავშირზე. თითოეული ახალი საწარმოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სახელმწიფოს მიერაა ეს პროექტები დაწყებული. ისინი უპირველეს ყოვლისა, აძლევს ადამიამნებს საშუალებას, რომ წამოიწყონ საკუთარი საქმე და დაასაქმონ ათობით ადგილობრივი მაცხოვრებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები ადგილობირივი წარმოების პოტენციალის შექმნის თვალსაზრისით ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ადგილობრივი პოტენციალი ვერ იფუნქციონირებს, თუ არ იქნება მყარი შეგნება, რომ ადგილობრივი პროდუქციის შეძენა არის დამატებითი შემოსავალი ქართული ოჯახის ბიუჯეტში, არის ადგილობრივი დასაქმებულის ოჯახში ცხელი სადილი იმ საღამოს, ეს არის სახლში მისული ხელდამშვენებული მშობელ. ეს კავშირი მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვყიდლობთ ადგილობრივ პროდუქციას", - აღნიშნა პრემიერმა.
დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...