ტრამპის კომპანია, ბათუმში, Trump Tower-ის მშენებლობის პროექტიდან გამოვიდა

ტრამპის კომპანია, ბათუმში, Trump Tower-ის მშენებლობის პროექტიდან გამოვიდა

დონალდ ტრამპის კომპანია, ბათუმში, Trump Tower-ის მშენებლობის პროექტიდან გამოვიდა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ახლადარჩეული პრეზიდენტი თავის ბიზნესპროექტებს ხურავს, - აღნიშნავს Bloomberg-ი. Trump Tower-ის პროექტის რეალიზება, რომელიც საქართველოს ქალაქ ბათუმში უნდა განხორციელებულიყო, აღარ მოხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს, რომელიც დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization-ისა და ქართული კერძო საინვესტიციო კომპანია Silk Road Group-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას ეყრდნობა. შეგახსენებთ, რომ კომპანიებმა ბათუმში 47-სართულიანი ცათამბჯენის აშენების შესახებ შეთანხმება 2012 წელს გააფორმეს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში პროექტის გაჩერება აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ბოლო მცდელობას წარმოადგენს, გააქარწყლოს ბრალდებები იმის შესახებ, რომ ბიზნესი ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში თავის პოსტს დაიკავებს. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ადრე აღნიშნავდნენ, რომ მისი ბიზნესინტერესები აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ზიანს მოუტანდა, განსაკუთრებით კი ის ინტერესები, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს უკავშირდება. გასულ თვეს კომპანია Trump Organization-მა აზერბაიჯანსა და ბრაზილიაში მიმდინარე ბიზნესპროექტებიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა. გავრცელებულ ინფორმაციაში აგრეთვე საუბარი იყო საქართველოში მიმდინარე ანალოგიური პროექტებიდან გასვლის შესახებაც. ბათუმში Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მაშინ მოეწერა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. 2013 წელს, როდესაც იგი ხელისუფლებიდან წავიდა, პროექტი გაიყინა. დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანია Silk Road Group-ის ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი ჯერ კიდევ ძალაშია.
კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

კომპანია GWS ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას The Garden of Delights გამართავს

4 საათის წინ

23 ივნისს, 18:00 საათზე ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბაროკოს სტილში გრანდიოზულ ღონისძიებას სახელწოდებით, "ტკბობის ბაღი"/"“The Garden of Delights"...