კოპიტნარის აეროპორტი და საქართველოს რკინიგზა 2017 წელს ერთმანეთს დაუკავშირდება

კოპიტნარის აეროპორტი და საქართველოს რკინიგზა 2017 წელს ერთმანეთს დაუკავშირდება

როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, საქართველოს რკინიგზამ ჩაატარა კვლევა, რის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება მგზავრების კომფორტული მომსახურებისთვის აეროპორტი და რკინიგზა ერთმანეთს დაუკავშირდეს. ჩვენივე ინფორმაციით, აეროპორტამდე რკინიგზით მომსახურების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა რომელ პროექტზე დაიწყებს "საქართველოს რკინიგზა" მუშაობას ჯერ-ჯერობით უცნობია. კოპიტნარის აეროპორტი და "საქართველოს რკინიგზა" ერთანეთს დაუკავშირდება, - ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესთან" საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ დაადასტურა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება 2017 წელს დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. "გადაწყდა, რომ კოპიტნარის აეროპორტი და რკინიგზა ერთმანეთს დაუკავშირდეს. განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, რომელი პროექტიც საუკეთესო იქნება, იმის განხორციელებას დავიწყებთ. ჩვენი ვარაუდით, ეს პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

21 ივლისი, 2018

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება. "Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს...