ღონისძიება

ღონისძიება "მეგობრობა შეუზღუდავია" საქართველოს პირველის ლედის მხარდაჭერით ჩატარდა

  • 22 დეკემბერი, 2016
  • 15:32
  • ადმინისტრატორი
21დეკემბერს, თბილისის #1 საჯარო სკოლაში, ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება „მეგობრობა შეუზღუდავია“ გაიმართა, რომელიც კამპანიის „არცერთი ბავშვი ყურადღების გარეშე“ ფარგლებში დაიგეგმა. ღონისძიება მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების ცნობიერების ამაღლებასა და დამოკიდებულების შეცვლას. ღონისძიებას გაუძღვნენ მსახიობები რუსკა და ნინუცა მაყაშვილები. „მეგობრობა შეუზღუდავია“ მოიცავდა სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომელშიც ჩაერთნენ როგორც მოსწავლეები, ისე მშობლები და მასწავლებლები. სპეციალურად ღონისძიებისთვის შეიქმნა ზღაპარი „მეგობრობის კუნძული“, რომელიც საქართველოს პირველმა ლედიმ უამბო მონაწილეებს. მნიშვნელოვანი აქტივობა იყო ასევე „მეგობრობის ბაღის“ შექმნა სკოლის ეზოში, სადაც მონაწილეებმა მეგობრობის სიმბოლოდ ხე დარგეს. „მეგობრობა შეუზღუდავია“ განხორციელდა საქართველოს პირველი ლედის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და შშმ პირების კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „ანიკას“ მხარდაჭერით. ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ თითქმის 100 წელია მოღვაწეობს მსოფლიოს 90 ქვეყანაში. საქართველოში კი, 23 წელია აქტიურად იცავს ბავშვთა უფლებებს და ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. ღონისძიება განხორციელდა მარგარეტ კარგილის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - ,,თემზე დაფუძნებული მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის“ ფარგლებში.
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით გაიზარდა

1 საათის წინ

მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 351.9 მილიონი ლარით, ანუ 1.0 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის პირველი ივნისისათვის 35.3  მლრდ ლარი შეადგინა. 2018 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო...