Nokia ბრუნდება - ბრენდის ახალი მოდელები გაყიდვაში 2017 წელს გაეშვება

Nokia ბრუნდება - ბრენდის ახალი მოდელები გაყიდვაში 2017 წელს გაეშვება

13 დეკემბერს ფინურმა კომპანია HMD Global-მა Nokia-ს ბრედით  ორი მობილური ტელეფონის გამოსვლა დააანონსა. ეს პირველი მოწყობილობები იქნება, რომელიც გაყიდვაში მას მერე გაეშვება, რაც კომპანიამ ბრენდით სარგებლობის შეთანხმება გააფორმა. პირველი მობილური მოწყობილობა Nokia 150-ია, ხოლო მეორე - Nokia 150 Dual SIM. ორივე მოდელი 2,4 დუიმიანი ეკრანით, FM რადიოთი და MP3 ფლეიერით იქნება აღჭურვილი. მოწყობილობებს აგრეთვე ექნება ელემენტი, რომელიც ერთ ხაზზე დატენილი, საუბრის რეჟიმში 22 საათის განმავლობაში იმუშავებს. მათი რეკომენდირებული ფასი ჯერჯერობით 26 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც HMD აღნიშნავს, აღნიშნული მოდელები გაყიდვაში 2017 წლის პირველ კვარტალში ჩაეშვება. დეკემბრის დასაწყისში HMD-ის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კომპანია მობილური მოწყობილობების ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდებოდა. თავიდან მათი ამბიციები ჭკვიანი ტელეფონების ბაზარს უკავშირდებოდა. HMD Global-მა 2016 წლის მაისში Microsoft-ისგან, ტელეფონების წარმოების მიზნით ბიზნესი 350 მილიონ აშშ დოლარად გამოისყიდა. მიმდინარე წლის ნოემბერში კი ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ Microsoft-ისგან ჭკვიანი ტელეფონებისა და პლანშეტების წარმოების ბიზნესიც იყიდა და აგრეთვე Nokia-სთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში მას ბრენდით სარგებლობა შეეძლება.
The Wall Street Journal: Google შესაძლოა, ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას წინააღმდეგობას უწევდეს

The Wall Street Journal: Google შესაძლოა, ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას წინააღმდეგობას უწევდეს

21 სექტემბერი, 2018

Google-ის თანამშრომლები საძიებო სისტემის ისე შემუშავების საკითხებს განიხილავენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. როგორც გამოცემის წყარო იუწყება, "ვიცი, რომ ეს...