iPlus: საქართველოში პირველი იანვრიდან iPhone-ების გაძვირებას ელოდებიან

iPlus: საქართველოში პირველი იანვრიდან iPhone-ების გაძვირებას ელოდებიან

iPlus-ში 2016 წელს, iPhone-ების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა, ყველაზე პოპულარულ iPhone 5S-ზე დაფიქსირდა, დიდი რაოდენობით იყიდება iPhone 7-ებზეც. შესაბამისს ინფორმაციას iPlus-ი ავრცელებს. iPlus-ის გენერალური მენეჯერის კახა სეფაშვილის განცხადებით, აშშ დილარის ევროსთან მიმართებაში ისტორიული გამყარება, ევროპაში Apple-ის პროდუქციას გააძვირებს, რაც თავის მხრივ იმოქმედებს ქართულ ბაზარზე. "1 იანვირდან iPhone-ებზე ფასები მოიმატებს, გამომდინარე აქედან, წინასაახალწოდ მომხმარებლების მხრიდან მაღალ მოთხოვნას ველოდებით. წელს ისტორიულად მაღალი გაყიდვები გვაქვს, რაც უამრავი საახალწლო აქციებისა და სწრაფი განვადების სერვისის დამსახურებაა. ვვარაუდობთ, რომ წელს საქართველოს ბიუჯეტში გადავიხდით ორჯერ მეტ თანხას, ვიდრე წინა წლებში. iPlus ყოველწლიურად 10 მილიონ ლარამდე იხდის სახელმწიფო ხაზინაში გადასახადების სახით",- აცხადებს კახა სეფაშვილი. iPlus-ის პიარისა და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერის გოგა თირქიას განმარტებით, iPhone+-ის გარშემო მიმდინარე ბოლო მოვლენები გაყიდვებზე ცუდად არ ასახულა. "ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაყიდვები iPlus-ში წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ეს ჩვენს მიერ წლების განმავლობაში მომხმარებლებისთვის შეთავზებული მაღალი სერვისის დამსახურებაა. ჩვენ უკვე 8 წელია ვცდილობთ ავამაღლოთ საქართველოს მოსახლეობის ცნობადობა Apple_ის ტექნიკის სფეროში. შესაბამისად, მომხმარებლების უმეტესობამ უკე იცის, თუ რა უნდა გაითვალისწინონ iPhone_ის შეძენამდე. ყოველივე ეს ჩვენი გუნდის დამსახურებაა, 2017 წლის პირველი იანვრიდან ამ კუთხით უფრო მასშტაბური აქციების განხორციელებას ვგეგმავთ", - აღნიშნა გოგა თირქიამ.
"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

"ვენდის" და "დანკინ დონატსის" უგემრიელეს ბურგერებსა და გამაგრილებელ სასმელებს Menu.ge უკვე ბათუმის სანაპიროზეც მოგართმევთ

10 საათის წინ

"ვენდი" და "დანკინ დონატსი" აგრძელებს თანამშრომლობას Menu.ge-სთან და თბილისის გარდა ახლა უკვე ბათუმში, ზღვის სანაპიროზეც შეგიძლიათ ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს მიღება უფასო კურიერული მომსახურებით. უგემრიელესი ბურგერებისა და...