გოცირიძე: ლარზე არასერიოზული განცხადებების კეთებაში მინისტრები ერთმანეთს ეჯიბრებიან

გოცირიძე: ლარზე არასერიოზული განცხადებების კეთებაში მინისტრები ერთმანეთს ეჯიბრებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, რომან გოცირიძე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლების წარმოამდგენლები ლარის კურსის ვარდნას იმას არ უნდა ბარალებდნენ, რომ დოლარი რეგიონში მყარდება. "ლართან დაკავშირებით არასერიოზული განცხადებების კეთებაში მინისტრები ერთმანეთს ეჯიბრებიან. არ მოვყვები აქ. ისედაც გაიგებთ ვანოს შოუდან და კომედი შოუდან. მთავრობაში გადაუწყვეტიათ, რომ ერთი მესიჯით ილაპარაკონ, მაგრამ არ გამოსდით. ენა უსწრებთ. მთავრობის მესიჯია: დოლარი რეგიონში მყარდება( რეგიონი რა შუაშია, თუ არ ვაჭრობ), ჩვენთანაც უნდა გამყარდესო. სინამდვილეში, იმას გულისხმობენ, რომ თუ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ვალუტა გაუფასურდა, იქაური საქონელი გაიაფდება და მიაწყდება მთელი ქართველობა საყიდლად და გავა დოლარებიო. ასე მარტივად არ არის საქმე. თეორიულად კი. სინამდვილეში იმპორტი შემცირდა. ამავე თეორიით, კარგი რამეც უნდა მოხდეს: თუ ჩვენი ვალუტა გაუფასურდა, ქართველმა ექსპორტიორმა უნდა იხეიროს, ანუ მეტი საქონელი გავიტანოთ. არც ასე მოხდა. ექსპორტის მოცულობა 2011 წლის დონემდე დაეცა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტების გაუფასურების ასზე მეტი შემთხვევიდან, ფაქტობრივად არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა ექსპორტის ზრდა. პირიქით, ყველგან შემცირდა. მიზეზი მრავალია. აქაც არაფერს ვერჩი თეორიას. ასე რომ, უნდა შეეშვან რეგიონზე გადაბრალებას, თორემ გაახსენებენ მათი მხრიდან წინის წინა( აწი ასე უნდა თქვან,წინა უკვე მათივეა:) ) მთავრობის კრიტიკას, როცა არ უწონებდნენ გზების მშენებლობას. ასფალტი ვჭამოთო?! ჰო და აჭამეთ ახლა რეგიონი ხალხს!",- წერს გოცირიძე.
"საქაერონავიგაციამ" თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა

"საქაერონავიგაციამ" თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემები დაამონტაჟა

3 წუთის წინ

თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და წნორში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაეროგენერაციამ" თანამედროვე რადიოსალოკაციო სისტემა ADS-B დაამონტაჟა, რომელიც ჩეხეთის კომპანია "ERA"-სგან შეიძინა. მსგავსი სისტემები 2014-15...