ვინ ჩაიბარებს საქართველოსთვის დასამზადებელი ელმავლების ბედს?!

ვინ ჩაიბარებს საქართველოსთვის დასამზადებელი ელმავლების ბედს?!

  • 17 ნოემბერი, 2016
  • 11:33
  • ადმინისტრატორი
ამ კითხვაზე ჯერჯერობით ზუსტი და საბოლოო პასუხი არ არის. რკინიგზა ძიების პროცესშია, კონკურსში მონაწილე კომპანიები კი მოლოდინის რეჟიმში. 2015 წელს საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც ვკითხულობთ: "სს “საქართველოს რკინიგზა” აცხადებს ინტერესთა გამოხატვას 45 ერთეული ელმავლის შესყიდვის მიზნით. ერთი ერთეულის საორიენტაციო ფასი შეადგენს 10 500 000 ლარს დღგ-ს გარეშე." მოგვიანებით, რკინიგზამ ელმავლების რაოდენობა შეამცირა. შემდეგ ელმავლების რაოდენობა შემცირდა 28-მდე. კონკურსში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის თბილისის ელმავალმშენებელმა ქარხანამაც - სს „ელმავალმშენებელი“. სანამ ამ კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდებოდა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გაფორმდა მემორანდუმი და ხელი მოეწერა საქართველოს რკინიგზისა და ქართულ-ჩინურ კომპანიას შორის წინარე ხელშეკრულებას, მაღალი სიმძლავრის თანამედროვე ასინქრონული ძრავით აღჭურვილი 28 ერთეული სატვირთო ელმავლის შეძენის თაობაზე. პრემიერის განცხადებით: ერთობლივი საწარმო დაფუძნებული იქნება ჩინური მხრიდან CRRC ZELC-ის , ხოლო ქართული მხრიდან - BMI Partners-ისა და AS Group 1990 მიერ. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები: რატომ დააანონსა პრემიერმა მანამდე, სანამ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი კონკურსის შედეგები? რა ბედი ელით კონკურსში მონაწილე დანარჩენ კომპანიებს? რა უპირატესობა აქვს ჩინურ კომპანიას? რატომ ჩატარდა კონკურსი და არა ტენდერი? „აიპრესმა“ ამ კითხვებით საქართველოს რკინიგზას მიმართა. “ათეულობით წლებია გასული, რაც საქართველოს რკინიგზაში ახალი ელმავალი არ შემოსულა. საქართველოს რკინიგზის საელმავლო პარკი შედგება „ВЛ“ 10, 11 ტიპის ელმავლებისგან, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს აწარმოებდა რუსეთი და საქართველო. საქართველოს აქვს ელმავლების წარმოების დიდი გამოცდილება. მსოფლიოში ამ სფეროში დამკვიდრებული კომპანიები უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინებით აწარმოებენ მაღალი ხარისხის ელმავლებს ასინქრონული ძრავებით, რომლებიც თავის მხრივ „ВЛ“ 10, 11 ელმავლების ძრავებისგან გამოირჩევიან გაცილებით მაღალი სიმძლავრით, გაზრდილი სასიცოცხლო ციკლის ვადით, ენერგოეფექტურობითა და საექსპლოატაციო მომსახურეობის ხარჯების შემცირებით, მომსახურეობის სიმარტივით და ეკონომიურობით და ეს კომპანიები ბაზარზე იკავებენ წამყვან პოზიციებს” - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. მათი განცხადებით: ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება აუცილებელია დარგის გადასარჩენად, შესაბამისად საქართველოს რკინიგზამ ასინქრონულ ძრავიანი ელმავლების შესაძენად გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, ელმავლები უნდა იყოს არა უმცირეს 50 პროცენტით ლოკალიზაციით ( ადგილობრივი წარმოების პირობა). - საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის ქარხნის მუშებმა, სს "ელმავალმშენებლის". საუბარია ქართულ კომპანიაზე. როგორც ვიცი, შეხვდით მათაც და კომპანიის წარმომადგენლებსაც. რით დასრულდა ეს შეხვედრა და რამდენადაა საქართველოს რკინიგზა იმით დაინტერესებული, რომ თუნდაც დასაქმების, თუნდაც ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით ადგილობრივ წარმოებას მიენიჭოს პრიორიტეტი? ჩვენი ამოცანაა, საქართველოში დაიწყოს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლოკომიტივების წარმოება. გარდა დარგის განვითარებისა, ეს პროცესი ხელს შეუწყობს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას. აღნიშნულ მიმართულებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი შემოსავლების მოტანის პოტენციალი გააჩნია. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, უნდა განახლდეს ჩვენი ქვეყნის საელმავლო პარკი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, ბიძგი მიეცეს და განვითარდეს საქართველოში არსებული ელმავალმშენებლობის უდიდესი გამოცდილება და ტრადიცია, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სტაბილური დასაქმების გარანტი იქნება. - რა ბედი ელით კონკურსში მონაწილე დანარჩენ კომპანიებს? 2015 წელს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით გამოვაცხადეთ, ინტერესთა გამოხატვა 45 ელმავლის შეძენაზე, რომელიც გრძელდება და ვაგრძელებთ მუშაობას და კონსულტაციებს კონკურსში მონაწილე კომპანიებთან. ერთ-ერთმა პრეტენდენტმა კომპანიამ საკონკურსო მოთხოვნებისგან დამატებით 500 ელმავლის ექსპორტის შესაძლებლობის მემორანდუმი წარმოადგინა, რომელიც ცილდება საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ კონკურსის ჩარჩოებს, ამიტომ საკითხი განიხილეს მთავრობის სხდომაზე. საქართველოს რკინიგზასა და ქართულ - ჩინურ კომპანიას შორის გაფორმდა მემორანდუმი მაღალი სიმძლავრის თანამედროვე ასინქრონული ძრავით აღჭურვილი 28 ერთეული სატვირთო ელმავლის შეძენის თაობაზე, ერთობლივი საწარმო დაფუძნებული იქნება ჩინური მხრიდან CRRC ZELC-ის , ხოლო ქართული მხრიდან - BMI Partners-ისა და AS Group 1990 მიერ. აღნიშნულმა კომპანიამ წარმოადგინა საინტერესო წინადადებათა პაკეტი, მათი შემოთავაზება გულისხმობს, ინვესტიციების მოზიდვას, ადგილზე პოტენციალის შესაქმნელად და გასავითარებლად, იმისათვის, რომ მათ შეძლონ უახლესი სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელმავლების წარმოება. მათ წარმოადგინეს ინტერესი, ააშენონ კიდევ 500 ელმავალი, რომელიც ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. აღნიშნული წინადადება თუ განხორციელდა, უდავოდ საინტერესოა საქართველოს რკინიგზისთვის და მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის ეკონომიკას. ჩვენს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა გრძელდება, ჩვენ მზად ვართ სხვა კომპანიებისგანაც განვიხილოთ უკეთესი შემოთავაზებები და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნისა და კომპანიისათვის იქნება უფრო მეტი სარგებლის მომტანი. აღნიშნული პოტენციალი გულისხმობს სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ წინსვლას. ყველა ელმავალი, რომლის შეძენასაც საქართველოს რკინიგზა გეგმავს, უნდა იყოს დამზადებული არანაკლებ 50 % იანი ლოკალიზაციის პირობით საქართველოში. რაც შეეხება სს ელმავალმშენებელს, კომპანიაში აცხადებენ, რომ კონკურსს ჯერჯერობით არ შეიძლება ეწოდოს შემდგარი, რადგან ოფიციალური განცხადება მისი დასრულების შესახებ არ გამოქვეყნებულა - კონკურსი გრძელდება. კონკურსი ტარდება კონკურენტულ გარემოში.“ - აცხადებენ კომპანიაში. თუ გაქვთ რაიმე პრეტენზიები კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში დამკვეთის მიმართ? თავდაპირველად კონკურსში ოთხი კომპანია მონაწილეობდა: სს „ელმავალმშენებელი“, შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“, შპს „ურალის ლოკომოტივები“ და შპს „ჩჟუჩჟოის ელმავალმშენებელი კომპანია“, მაგრამ კონკურსის რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობის პერიოდში კონკურში მონაწილის სახით ჩაერთო კომპანია „ალსტომი“. იცნობთ თუ არა კონკურსში მონაწილე სხვა კომპანიებს შეთავაზებებს და რა უპირატესობა აქვს თქვენს კომპანიას მათთან შედარებით? ჩვენ გავეცანით ყველა მონაწილის წინადადებებს. ყოველ პრეტენდენტს საშუალება აქვს გაეცნოს ნებისმიერი პრეტენდენტის დოკუმენტაციას სს „საქართველოს რკინიგზის“ ოფიციალურ საიტზე. ინფორმაცია კონკურსის შესახებ დაფარული არ არის და ხელმისაწვდომია ყველასთვის. რაც შეეხება ჩვენს უპირატესობებს, არაერთის ჩამოთვლა შეგვიძლია. მაგალითად: 1. ელმავლების შემუშავებისა და მშენებლობის გამოცდილება საქართველოს ტერიტორიაზე; 2. ლოკალიზაცია პირველივე ელმავლიდან (თანამშრომლების - საქართველოს მოქალაქეების შეძლებისდაგვარად მაქსიმალური დასაქმება; ყველა ხარჯი, რომლებიც დაკავშირებულია ზედნადებ ხარჯებთან, როგორიცაა ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კავშირგაბმულობის ხარჯები და ა.შ. გადახდილი იქნება ქართული საწარმოებისთვის; ყველა ისეთი გადასახდელი გადასახადი, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი და ა.შ. გადახდილი იქნება საქართველოს ბიუჯეტში); 3. საწარმოო ბაზის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდება ელმავლების საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, რაც ასევე მნიშვნელოვანია; 4. სტრატეგიული პარტნიორის სახით შერჩეულია ელმავალმშენებლობის ერთ-ერთი ევროპული ლიდერი - კომპანია „შკოდა ელექტრიკი“. რაც სს „ელმავალმშენებელს“ საშუალებას აძლევს გამოშვებული პროდუქციის ხარისხი ახალ ევროპულ დონეზე აიყვანოს; 5. საკუთარი სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს არსებობა სს „ელმავალმშენებლის“ სტრუქტურაში, რომელიც შემოთავაზებული ელმავლის შემქმნელია, რაც შემდგომში ელმავლების ექსპლუატაციისას ძლიერ საინჟინრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს და საქართველოს საინჟინრო პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. 6. ელმავლის ფასი. რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს საწარმოში და რამდენია საშუალო ანაზღაურება მაღალი რგოლის მენეჯერის და მუშა მოსამსახურის? სს „ელმავალმშენებელში“ დასაქმებულია 986 ადამიანი. სს „ელმავალმშენებლის“ თანამშრომლის საშუალო ხელფასი საწარმოო სიმძლავრეების საშუალო დატვირთვის რეჟიმში მუშაობისას შეადგენს 840 ლარს თვეში. თუ აქვს თქვენს კომპანიას იმ მოცულობის შეკვეთა, რაზეც საქართველოს რკინიგზამ კონკურსი გამოაცხადა? სს „ელმავალმშენებელს“ აქვს გაფორმებული მოქმედი კონტრაქტი უკრაინის რკინიგზასთან 110 ერთეული ВЛ11М/6 სერიის მაგისტრალური ელმავლის მშენებლობასა და მიწოდებაზე. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, სს „ელმავალმშენებელმა“ ააშენა და დამკვეთს გადაუტვირთა 28 ახალი მაგისტრალური ელმავალი, რომლებიც დღეს ექსპლუატაციაშია უკრაინის რკინიგზაზე. 2015 წელს სს „ელმავალმშენებელმა“ ჩაატარა 7 ერთეული ელმავლის კაპიტალური რემონტი 128 ერთეული წევის ძრავის კაპიტალური რემონტი სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ და ВЛ11/М6 სერიის 4 (ოთხი) ახალი ელმავალი გადატვირთა დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ მისამართზე. გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით 2016 წელს სს „ელმავალმშენებელმა“ განახორციელა 4 მაგისტრალური ელმავლის და 30 წევის ძრავის კაპიტალური რემონტი, რომლებიც დსს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საკუთრებაშია. დღეისთვის წარმატებით მიმდინარეობს ელმავლების ექსპლუატაცია აზერბაიჯანის რკინიგზაზე. რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ? ვინ არიან თქვენი პარტნიორები? ახალი ლოკომოტივის შექმნის პროექტში ჩვენი ძირითადი პარტნიორია კომპანია „შკოდა ელექტრიკი“ (ჩეხეთი). გარდა ამისა, ელმავლის ზოგიერთი კვანძისა და სისტემის შექმნაში თანაშემსრულებლების სახით მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: შპს „ნპო საუტი“ (რუსეთი), ღსს მტზ ტრანსმაში (რუსეთი), სს ვნიიჟტ (რუსეთი), შპს „პოლიოტ-სერვისი“ (რუსეთი), სსს (ხარტრონ ექსპრესს ლტდ“ (უკრაინა), უკრროსმეტალი (უკრაინა) და სხვა კომპანიები. კონკურსის საბოლოო შედეგი უნდა გამოცხადებულიყო 2016 წლის 10 ოქტომბერს. თუ გქონდათ ამ პერიოდში შეხვედრა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან და ამ ეტაპზე რა პასუხი გაქვთ მათგან? კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადებული არ არის, კონკურსი ჯერ არ დასრულებულა, ის გრძელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ნაძალადევის რაიონის დეპუტატი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ ელმავალმშენებლის მუშებს უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრება. მათ ინტერესებს ის დაიცავს. ჩემთვის მთავარი იქნება იქ დასაქმებული ადამიანების ინტერესებიც დაცვა და მეორე მხრივ, მათი რიცხვის გაზრდა. ქარხანას სამუშაო პროცესში მეტი ადამიანის ჩაბმის რესურსი აქვს",- ასე უპასუხა "აიპრესის" კითხვას, ემუქრებათ თუ არა ელმავალმშენებლის მუშებს უმუშევრად დარჩენა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევის რაიონში, ზაზა გაბუნიამ როგორც ცნობილია, თქვენ მოგმართეს ელმავალმშენებელი საწარმოს მუშებმა. მათი განცხადებით, საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან, რის საფუძველზეც ისინი უმუშევრად დარჩენას ვარაუდობენ. თუ შეხვდით მათ და რა პოზიცია აქვს საქართველოს რკინიგზას ამ საკითხზე? "ელმავალმშენებელი მუშების უმუშევრად დარჩენის არანაირი რისკი არ არსებობს. იყო შეკითხვები შეხვედრაზე და მათ პასუხი გაეცა. როდესაც ელმავალმშენებლის საწარმოზე ვსაუბრობთ, ჩვენთვის, პირველ რიგში, მყარი გახლავთ ის 986 მუშა, რომელიც მუშაობს ამ ქარხანაში. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია პოტენციალი, რომელიც ამ საწარმოს აქვს, როგორც დასაქმების ადგილების, ისე პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით. ამიტომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საწარმო გახლავთ. სხვადასხვა დროს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ იქ მომუშავეებს ჰქონოდათ სტაბილური დასაქმების ადგილი. ჩვენ ახლა გვაქვს საუბარი ცალკეულ რამდენიმე პროექტზე, რომელზეც უახლოეს დღეებში შეიძლება საუბარი. ჩემთვის მთავარი იქნება იქ დასაქმებული ადამიანების ინტერესებიც დაცვა და მეორე მხრივ, მათი რიცხვის გაზრდა. ქარხანას სამუშაო პროცესში მეტი ადამიანის ჩაბმის რესურსი აქვს. ის ხელშეკრულება, რომელიც თქვენ ახსენეთ ამ ეტაპზე წინარე ხელშეკრულებაა. გადაწყვეტილება იმგვარად იქნება მიღებული რომ არ დაზიანდეს არავის ინტერესი. როდესაც რაღაც ახალი იწყება, ამის მიზანი ახალი პოზიტიური ტალღის შემოტანაა და არა უკვე არსებულზე უარის თქმა. იქ დასაქმებულ ადამიანებთან არაერთხელ მქონდა შეხვედრა და მათ იციან, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს ამოსავალი წერტილი სწორედ მათი ინტერესები იქნება.
ჩოგოვაძე: ღამის ეკონომიკის განვითარებით, თბილისი ღამის მუშაობის გრაფიკზე გადავა

ჩოგოვაძე: ღამის ეკონომიკის განვითარებით, თბილისი ღამის მუშაობის გრაფიკზე გადავა

20 აპრილი, 2018

ამ წუთებში დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის სღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს სასტუმრო "ბილტმორში" წარადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, თბილისში ღამის ეკონომიკის განვითრებით...