ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ჩინური იუანი ბოლო 6 წლის მინიმუმადე დაეცა

ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ჩინური იუანი ბოლო 6 წლის მინიმუმადე დაეცა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ჩინური იუანი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ბოლო 6 წლის ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ინვესტორები ფიქრობენ, თუ რას შეიძლება მოასწავებდეს დონალდ ტრამპის გამარჯვება მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის. წინასაარჩევნო კამპანიისას, ჩინეთის შესახებ საუბრისას ტრამპმა მკაცრად ისაუბრა ჩინეთის შესახებ და მას ამერიკის "გაუპატიურებაში" დასდო ბრალი. "ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან პროტექციონიზმის სახით წამოსული საფრთხეები მხოლოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს აზიაში ვაჭრობაზე კონცენტრირებულ ვალუტებზე, მაგალითად როგორიცაა ჩინური იუანი", - აღნიშნავს სტეფან ინსი, ონლაინ საბროკერო კომპანია Oanda-ს უფროსი ტრეიდერი. ახლა ერთი დოლარით 6,8 იუანის ყიდვაა შესაძლებელი, რაც 2010 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე სუსტი მაჩვენებელია. ჩინური იუანი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 4,5%-ით დაეცა. როგორც CNNMoney აღნიშნავს, ფაქტია, რომ იუანის გაუფასურებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ტრამპის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს პეკინის მისამართით, რომ ჩინეთი მანიპულირებს საკუთარი ვალუტით, რათა ექსპორტი გააიაფოს და უფრო კომპეტენტური გახადოს. თუმცა ჩინეთი უკვე ფაქტობრივად საკმაოდ ძვირადღირებულ ომს აწარმოებს იმისათვის, რომ ჩინური იუანი ძალიან სწრაფად არ დაეცეს. მთავარი შეკითხვა კი ისაა, განახორციელებს თუ არა ტრამპი თავის ნათქვამს ჩინეთთან დაკავშირებით. იგი ჩინეთისთვის საქონლის ტარიფის 45%-ით მომატების შესახებ საუბრობდა, რაც, განხორციელების შემთხვევაში, ექსპერტების მოსაზრებით, შეიძლება სავაჭრო ომის დასაწყისი გახდეს.
სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...