CNNMoney: რუსი ინვესტორები დონალდ ტრამპის გამარჯვებას ზეიმობენ

CNNMoney: რუსი ინვესტორები დონალდ ტრამპის გამარჯვებას ზეიმობენ

რუსი ინვესტორები იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით გაუმჯობესდება მათი დასავლეთთან ურთიერთობა და გაძლიერდება ქვეყნის დასუსტებული ეკონომიკა. ოთხშაბათს, რუსეთის ორმა ყველაზე დიდმა საფონდო ბირჟამ ბაზარზე 2% მოიპოვა. რუბლი აგრეთვე გამყარდა დოლართან მიმართებაში. დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი შეაქო და ძლიერ ლიდერად მოიხსენია და რუსეთის პრეზიდენტმაც, თავის მხრივ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, რომ აშშ-ის პრეზიდენტად მას რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ერჩივნა. ტრამპის თეთრ სახლში შესვლით, რუსი ინვესტორები სანაძლეოს დებენ, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები შეიძლება შესუსტდეს. "ბაზრის დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, არსებობს იმედი იმისა, რომ სანქციები შეიძლება მოიხსნას", - აღნიშნავს Capital Economics-ის განვითარებადი ბაზრების მთავარი ეკონომისტი. ანტირუსული სანქციებისა და ნავთობზე ფასების დაცემამ რუსული ეკონომიკა სრულ ქაოსამდე მიიყვანა. აშშ-მა, ევროკავშირმა და კიდევ სხვა დასავლეთ ქვეყნებმა რუსეთის ზოგიერთ უდიდეს ბანკებსა და ენერგეტიკულ ფირმებს დაფინანსება შეუწყვიტა. მათ აგრეთვე რუსულ თავდაცვის კომპანიებს ემბარგო დაუწესეს და თანამდებობის ზოგიერთ პირეს აშშ-ში მოგზაურობა აუკრძალეს. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვს ბრალი დასდეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დემოკრატიული პარტიის ელექტრონული მიმოწერის გატეხვასა და გავრცელებაში, რათა ძირი გამოეთხარათ ჰილარი კლინტონის კანდიდატურისათვის. პუტინი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ტრამპთან ერთად მუშაობის შედეგად შეძლებენ ანტირუსული სანქციების განეიტრალებასა და კრიტიკული სიტუაციიდან ერთად გამოსვლას. აშშ-ში რიგით 45-ე საპრეზიდენტო არჩევნები დასასრულს უახლოვდება, თუმცა უკვე ნათელია, რომ ბარაკ ობამას შემდეგ, თეთრ სახლში მილიარდერი დონალდ ტრამპი დაბინავდება. ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა აქვს, ხოლო ჰილარი კლინტონს - 232.
ავსტრალიაში, 16 წლის სკოლის მოსწავლემ კომპანია Apple- ის უსაფრთხოების სისტემა გატეხა

ავსტრალიაში, 16 წლის სკოლის მოსწავლემ კომპანია Apple- ის უსაფრთხოების სისტემა გატეხა

5 საათის წინ

ავსტრალიაში, თექვსმეტი წლის მოზარდმა კომპანია Apple-ის უსაფრთხოების სისტემა გატეხა, კომპანიის უსაფრთხოების სერვერიდან 90 გბ ფაილები გადმოტვირთა და მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Age...