CNNMoney: რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება მსოფლიო ვაჭრობისთვის

CNNMoney: რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება მსოფლიო ვაჭრობისთვის

აშშ-ში რიგით 45-ე საპრეზიდენტო არჩევნები დასასრულს უახლოვდება, თუმცა უკვე ნათელია, რომ ბარაკ ობამას შემდეგ, თეთრ სახლში მილიარდერი დონალდ ტრამპი დაბინავდება. ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ამომრჩეველთა კოლეგიის 289 ხმა აქვს, ხოლო ჰილარი კლინტონს - 218. საინფორმაციო პორტალი CNNMoney ტრამპის გამარჯვების შემდეგ იმაზე მსჯელობს, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს უკვე ისედაც დაზარალებულ გლობალურ ვაჭრობას, განსაკუთრებით კი, კანადის, მექსიკისა და აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომელთან დაკავშირებითაც ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს გარიგება აუცილებლად მთლიანად უნდა გადაიხედოს. "მსოფლიო ვაჭრობა უკვე იყინებოდა მანამ, სანამ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. ახლა გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა შეიძლება უკუღმა დატრიალდეს. ტრამპმა პირობა დადო, რომ გააუქმებდა ძირითად სავაჭრო გარიგებებს და ჩინეთიდან და მექსიკიდან შემოსულ საქონელზე დიდ ტარიფს დააწესებდა. ეს ის ორი ქვეყანაა, რომელიც აშშ-ის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. "მსოფლიო ეკონომიკა, საერთაშორისო სავაჭრო და საფინანსო ბაზრები ახალ, გაურკვეველ გზას ადგას - აშშ-ის ახალ ლიდერთან ერთად... ეს გზა სავარაუდოდ ქვეყანას ახალ იზოლაციონისტური გზისკენ წაიყვანს", - აცხადებს სინგაპურის DBS Bank-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი. გლობალური ვაჭრობა დიდ დისკომფორტში მოექცა და შეიძლება "გულიც კი გაუჩერდეს", - აცხადებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მკვლევარები. ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობა უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემცირდა. ტრამპი ხშირად აცხადებდა, რომ NAFTA-მ (კანადის, მექსიკისა და ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) გაანადგურა ქვეყანა და მისი თქმით, იგი მთლიანად გადახედავს ხელშეკრულებას. ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება სამივე ქვეყნისათვის უკიდურესად დამანგრეველ შედეგებს გამოიღებს და გაურკვეველია, ამით ამერიკამ რა მოგება უნდა ნახოს. "ძნელია იმის თქმა, თუ რისი მიღწევის იმედი აქვს დონალდ ტრამპს", - აცხადებს აშშ-ის Capital Economics-ის მთავარი ეკონომისტი“, - წერს CNNMoney.
ავსტრალიაში, 16 წლის სკოლის მოსწავლემ კომპანია Apple- ის უსაფრთხოების სისტემა გატეხა

ავსტრალიაში, 16 წლის სკოლის მოსწავლემ კომპანია Apple- ის უსაფრთხოების სისტემა გატეხა

5 საათის წინ

ავსტრალიაში, თექვსმეტი წლის მოზარდმა კომპანია Apple-ის უსაფრთხოების სისტემა გატეხა, კომპანიის უსაფრთხოების სერვერიდან 90 გბ ფაილები გადმოტვირთა და მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Age...