საქართველოში 2012 წელთან შედარებით, აეროპორტების მგზავრთნაკადი 103%-ით გაიზარდა

საქართველოში 2012 წელთან შედარებით, აეროპორტების მგზავრთნაკადი 103%-ით გაიზარდა

„საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მაღალი ზრდა არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ასევე მთლიანად კერძო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგი“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ 2016 წლის 9 თვის მუშაობის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო. „ჩვენ მოვისმინეთ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 9 თვის შემაჯამებელი პრეზენტაცია. მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად აეროპორტებში ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 23%, ხოლო მგზავრთნაკადის მიმართულებით მივაღწიეთ 2 მილიონ 181 ათას მგზავრს მთელ საქართველოში. თუ შევადარებთ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს, აქ 103%-იანი ზრდა ანუ პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მაღალი ზრდა არის დაფიქსირებული საჰაერო ტვირთნაკადის მიმართულებითაც. „საქართველოს მასშტაბით 18 ათას ტონაზეა ასული ტვირთბრუნვა, რაც 80%-ზე მეტი ზრდაა. აქვე ავღნიშნავ, რომ საჰაერო ტვირთი არის ყველაზე მაღალი ღირებულების ტვირთი და, შესაბამისად, ყველაზე მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის ჩვენ ქვეყანაში“- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აეროპორტების განვითარება არის ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. „მოგეხსენებათ, რომ ამბროლაურში სულ ცოტა ხნის წინ უკვე გავხსენით ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თუმცა შემდეგ წელს ჩვენ ნამდვილად გვაქვს სხვა რეგიონალური აეროპორტების მშენებლობის საკმაოდ ამბიციური გეგმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას როგორც შიდა ტურიზმის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელის, ქეთევან ალექსიძის ინფორმაციით, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ გადაყვანილია 2,181,684 მგზავრი. აქედან აეროპორტების პროცენტული წილი ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 79,1%, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 12,4%, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 8,4%, ხოლო მესტიის აეროპორტი - 0,14%. 2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ხოლო, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 103%-ით არის გაზრდილი.
ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...