პრემიერი: ბაკურიანში ბიატლონის ტრასა მოეწყობა

პრემიერი: ბაკურიანში ბიატლონის ტრასა მოეწყობა

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ფრანგულ კომპანიასთან ერთად ბაკურიანში ბიატლონის ტრასის დაპროექტებაზე მუშაობას იწყებს. პრემიერის ინფორმაციით, დაპროექტებაზე 786 500 ლარი გამოიყოფა. "ეს იქნება აბსოლუტურად საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასა. შევისწავლეთ მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ბაკურიანის კურორტს ძალიან მნიშვნელოვნად დატვირთავს კონკრეტულად ეს ინფრასტრუქტურა, და არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე. ბიატლონის მიმართულებით სავარჯიშოდ მთელი წლის განმავლობაში არის მოთხოვნა. გარდა ამისა, იქ იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ვფიქრობთ, რომ 12 თვის განმავლობაში დატვირთავს აღნიშნულ კურორტს და ეს ასევე ძალიან კარგი იქნება მიმდებარე სოფლებისთვის", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...