საქართველოში ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი ფუძნდება

საქართველოში ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი ფუძნდება

საქართველოში ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის დაფუძნების შესახებ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს შორის მემორანდუმის ხელმოწერა იგეგმება. 28 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" (პირველი დარბაზი), ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ინეტნერპროვაიდერები, კეთილი ნების საფუძველზე, ჩაერთვებიან აღნიშნული ცენტრის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. ინტერნეტის ურთიერთგაცვლითი წერტილი არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ქსელი ერთმანეთს ადგილობრივი ტრაფიკის გასაცვლელად უკავშირდება. ინტერნეტის ურთიერთგაცვლა (IX) აუცილებელია ძლიერი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ქსელის და ინტერნეტის შესაქმნელად. საჯარო პოლიტიკის თვალსაზრისით, ადგილობრივი IX-ის არსებობა უფრო პრიორიტეტული ხდება. იგი უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ონლაინ მომსახურების თანაბარ ხელმისაწვდომობას, კონკურენტული შესაძლებლობების და ხარისხის გაძლიერებას. ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის ამოქმედების შემდეგ, გაუმჯობესდება ინტერნეტის ხარისხი და ბაზარზე შემოსვლის ბარიერები მინიმუმამდე შემცირდება. IX ხელს შეუწყობს ინტერნეტის გაიაფებას, კონკურენტული გარემოს შექმნას; ინვესტორისათვის საქართველოს ბაზარი უფრო მიმზიდველი გახდება. ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი "ნიუტელკო ჯორჯია"-ს ინიციატივითა და ორგანიზებით და "ააიპ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების" მხარდაჭერით ფუძნდება. "ნიუტელკო ჯორჯია" არის ნეიტრალური კოლოკაციის ცენტრი, გერმანული NewTelco GmbH-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც 2012 წელს დანიის სამეფოს განვითარების ფონდის, "IFU"-ს და Datacenter Holding-ის მხარდაჭერით დაარსდა და არ ეკუთვნის არც ერთ საქართველოში ავტორიზებულ პირს.
ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

3 საათის წინ

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია, წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში მოხვდა. ამის შესახებ იგი თავის ტვიტერზე წერს. ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას Tesla 8-ს...