საქართველო ყოველწლიურ მე-7 მასშტაბურ სატელეკომუნიკაციო ღონისძიებას უმასპინძლებს

საქართველო ყოველწლიურ მე-7 მასშტაბურ სატელეკომუნიკაციო ღონისძიებას უმასპინძლებს

26 ოქტომბერს, სატუმრო Radisson Blue Iveria-ში გაიმართება, მე-7, "სატელეკომუნიკაციო შეხვედრა". Telecom Meeting in Georgia, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე დელეგატი საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან. "სატელეკომუნიკაციო შეხვედრები" (TMG) ხელს უწყობს, აღნიშნულ სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას. უკვე მე-7 წელია, ღონისძიებაში მონაწილეობენ მცირე, საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები - აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან და კავკასიის რეგიონიდან.მათ შორის ისეთი გავლენიანი კომპანიები, როგორიცაა "დოიჩე ტელეკომი", "თურქ ტელეკომი", "ტელია-სონერა", "ტატა ქომუნიქეიშენს", "ორინჯ", "ტელეკომ იტალია" და სხვა. შეხვედრის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებმა უკეთ გაიცნონ საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარი და საკუთარი საქმიანობის გაფართოვებისა, თუ ქვეყანაში ინვესტიციების განხორცილების მიზნით, ახალი ურთიერთობა დაამყარონ ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან ან გააღრმავონ არსებული კავშირები ქართველ დელეგატებთან.
ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

2 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...