ცნობილი ბელგიური კომპანია საქართველოში თხილის წარმოების კუთხით დაინტერესდა

ცნობილი ბელგიური კომპანია საქართველოში თხილის წარმოების კუთხით დაინტერესდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი შოკოლადის მწარმოებელი ბელგიური კომპანიის "გილიანი" (Guylian) წარმომდგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის წარმოების კუთხით დაინტერესება გამოთქვეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ კომპანიის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული საინვესტიციო გარემო და ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგის, კონკრეტულად კი, თხილის წარმოების მიმართულებით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების მნიშვნელობასა და ქართული პროდუქციისთვის ევროპული ბაზრის პრიორიტეტულობის შესახებ. იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და დაცვის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის არსებობა ხელს შეუწყობს საექსპორტო ბაზრებზე ქართული თხილის მიმართ ნდობის ამაღლებას. როგორც კომპანია Guylian-ის წარმომადგენელმა, პოლ ბევერსმა აღნიშნა, შოკოლადის წარმოებაში კომპანია ქართულ თხილს უკვე იყენებს და არის დაინტერესება თხილის წარმოების კუთხით კომპანიამ საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანს თხილის წარმოების კუთხით საქართველოში არსებული გარემოს შესწავლა წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა კომპანია Guylian-ის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამის - თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით - ფარგლებში შექმნილი საქართველოში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის "დარჩელი თხილი" შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების, მათ შორის თხილის წარმოების სრული ჯაჭვის განვითარება და ხელშეწყობა.
დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრაში სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო

12 საათის წინ

ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებთან დაკავშირებით შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ორგანიზებით დეველოპერ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. ტექნოპარკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე...