სილქნეტის მომხმარებლებისთვის

სილქნეტის მომხმარებლებისთვის "ინტერნეტ ასისტენტი" და "ანტივირუსის მომსახურება" დაინერგა

  • 09 აგვისტო, 2016
  • 10:52
  • ადმინისტრატორი
სილქნეტის ქსელში ჩართული  აბონენტები "ინტერნეტ ასისტენტისა" და "ანტივირუსის მომსახურებით" სარგებლობენ,  რაც მათი კომპიუტერების დაცულობას და სხვადასხვა ხარვეზის გამოვლენას უზრუნველყოფს.  "ინტერნეტ ასისტენტი" სილქნეტის სპეციალისტებმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად შექმნეს. ესაა პროგრამა, რომელიც DSL სერვისის მომხმარებლებს აბონენტის მხარეს წარმოქმნილი პრობლემების დიაგნოსტიკის და ავტომატურ რეჟიმში მისი აღმოფხვრის შესაძლებლობას აძლევს.   პროგრამის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს:
  • ინტერნეტის სიჩქარის შემოწმებას (Speed Test);
  • ქსელის ადაფტერების კონფიგურაციას (როგორც Wired , ისე Wireless);
  • პროგრამა ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ინტერნეტთან წვდომის ხელისშემშლელი უამრავი ფაქტორის აღმოფხვრას;
  • საჭიროების შემთხვევაში ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს მოდემის გამართვას და გადატვირთვას;
  • ასევე აწვდის მომხმარებელს დეტალური ინფორმაციას ხარვეზის თაობაზე;
"ინტერნეტ ასისტენტი" სილქნეტის საიტზეა განთავსებული და მისი გადმოწერა უფასოა. http://silknet.com/index.php?lang=ka&mid=40&s=content&id=12  ჩამოტვირთვის და გაშვების შემდეგ პროგრამა მომხმარებლის კომპიუტერში განთავსდება და ინტერნეტის გათიშვის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერად შეატყობინებს აბონენტს პრობლემის დეტალებს, ასევე შეეცდება აღმოფხვრას ხარვეზი. "ინტერნეტ ასისტენტი" სამ ენაზე (ქართული/ინგლისური/რუსული) აწვდის აბონენტს საჭირო ინფორმაციას და ინსტრუქციას. პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ Windows ოპერაციულ სისტემისთვის: Windows XP SP2 და მომდევნო ვერსიებისთვის. DSL სერვისის გარდა, "ინტერნეტ ასისტენტი" უზრუნველყოფს SilkTV სერვისზე წარმოშობილი რიგი პრობლემის აღმოფხვრას. ანტივირუსის მომსახურება კომპიუტერის მუშაობას ხშირად აფერხებს "ვირუსის" არსებობა, რომელსაც შეუძლია მომხმარებლისგან დამოუკიდებლად გააგზავნოს სპამი, გააქტიუროს უცნობი პროგრამა, დააზიანოს მონაცემთა ბაზა. ამისგან თავის დასაცავ ეფექტურ ბარიერს კი მუდმივად განახლებადი ანტივირუსული პროგრამები წარმოადგენენ. კომპანია სილქნეტი მომხმარებლებს  ESET NOD32 და Kaspersky-ის ლიცენზირებულ ვერსიებს სთავაზობს, რომლებიც ქსელში ჩართული კომპიუტერების ინტერნეტ საფრთხეებისგან მუდმივ დაცვას  უზრუნველყოფენ.  მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ანტივირუსული პროგრამების შერჩევასა და ჩამოტვირთვას სილქნეტის ვებგვერდიდან  შეძლებთ. http://silknet.com/index.php?lang=ka&mid=240&s=content&id=134 ESET NOD32 ეს არის ხარისხიანი და საიმედო პროდუქტი, რომელიც გთავაზობთ ანტივივირუსული ბაზის სისტემურ განახლებებს და კომპანია ESET-ის უფასო, 24 საათიან პროფესიულ ტექნიკურ დახმარებას. ESET NOD32 -ის ლიცენზია ვრცელდება 3 კომპიუტერზე და მოიცავს:
  • ანტივირუსს
  • ანტიჯაშუშს
  • ანტისპამს
  • პერსონალურ ფაირვოლს
  • მშობლის კონტროლს
  • USB კონტროლს
ვებგვერდზე შეგიძლიათ შეარჩიოთ  პროგრამის 2 პაკეტიდან ერთერთი, - ESET NOD32 Antivirus 5 (3 PC) ან  ESET NOD32 Smart Security (3 PC), რომლებიც ერთმანეთისგან პირობებითა და ღირებულებით განსხვავდებიან. http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=241&s=antiviruses_packets&antivirus_id=2 Kaspersky  Windows®,  Android™, Mac OS და Ios პლატფორმების დაცვისთვის კი სილქნეტმა მომხმარებელს Kaspersky -ს  ერთიანი კომპლექსური გადაწყვეტილება შესთავაზა.
  • ნებისმიერი სახის მოწყობილობების დაცვის მარტივი საშუალება;
  • ნებისმიერი სახის ინტერნეტ საფრთხის ბლოკირება;
  • უსაფრთხო ონლაინ გადახდები;
  • დაცვა ინტერნეტითა და SMS-ით კომუნიკაციისას;
  • მშობელთა კონტროლი;
პროგრამა მათთვისაა, ვინც ხშირად იყენებს ინტერნეტ-ბანკინგს, მუშაობს ქსელში, იძენს პროდუქტს საიტებიდან ან ონლაინ თამაშების მოყვარულია.  ვებგვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთი, ისე ორი კომპიუტერისათვის განკუთვნილი პაკეტები.  http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=241&s=antiviruses_packets&antivirus_id=6 ამდენად, სილქნეტის ანტივირუსის პროგრამები სრულად იცავენ  პირად და საქმიან ინფორმაციას, რომელიც მომხმარებლის კომპიუტერში ინახება. ასევე უზრუნველყოფენ იმ საფრთხეების გამოვლენას, რომელიც ციფრულმა მიერთებამ  (მყარი დისკი, USB მეხსიერების ბარათი) შესაძლოა გამოიწვიოს. ეს კი, ინტერნეტ სივრცეში მუშაობას თქვენთვის უფრო მეტად უსაფრთხოს და სასიამოვნოს გახდის.
ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...