რომან გოცირიძე: ქვეყანაში 6 თვეში მხოლოდ 2.9%-იანი ეკონომიკური ზრდაა

რომან გოცირიძე: ქვეყანაში 6 თვეში მხოლოდ 2.9%-იანი ეკონომიკური ზრდაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე NDI-ს კვლევებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევის შედეგები და საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.
"დღეს გამოქვეყნდა არა მხოლოდ NDI-ს კვლევის შედეგები არამედ საქსტატის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ ქვეყანაში 6 თვის განმავლობაში  მხოლოდ 2.9%-ანი ეკონომიკური ზრდაა. სამწუხაროდ ეს არის ძალიან ცუდი შედეგი, ამიტომ არ არის გასაკვირი თუ ორივე გამოკვლევა ერთმანეთს ემთხვევა. ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ხელისუფლებამ ვერ დაძლია ვერცერთი ის პრობლემა, რომელიც  ხალხის წინაშე იყო. ამიტომ, ამ პრობლემების პირობებში შეუძლებელია  განსხვავებული შედეგი გვქონოდა და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ კვლევებს არ ენდობიან, ბუნებრივია ოფიციალურ სტატისტიკას უნდობლობას ვერ გამოუცხადებენ",- განაცხადა გოცირიძემ.
ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...