თამაში Pokemon Go იაპონიაში გაყიდვაში ოფიციალურად გაეშვა

თამაში Pokemon Go იაპონიაში გაყიდვაში ოფიციალურად გაეშვა

იაპონური კომპანიის Nintendo-ს თამაში Pokemon Go, იაპონიაში გაყიდვაში ოფიციალურად გაეშვა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს. თამაშის მთავარი სპონსორია McDonalds-ი. როგორც ირკვევა, McDonalds-ის მხარდაჭერა ძირითადად იმით იქნება გამოხატული, რომ იგი გაარეკლამებს იმ ტერიტორიებს, სადაც მოთამაშეს ნამდვილად შეხვდება პოკემონები და სავარჯიშო წერტილები, სადაც ისინი თავიანთი პოკემონების გაწვრთნას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ თამაში 6 ივლისს გამოვიდა, რომელიც პირველად აშშ-ში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაეშვა. ამ ეტაპზე იგი უკვე 30 სახელმწიფოშია ხელმისაწვდომი, თუმცა არაოფიციალურად თამაში ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი. Pokemon Go ხელმისაწვდომია iPhone-ს, ჭკვიანი ტელეფონებისა და Android-ის პლატფორმებისათვის. აპლიკაციაში გამოყენებულია დამატებითი რეალობის ელემენტები: მოთამაშეები ეძებენ პოკემონებს, რომლებიც რეალურ სამყაროშია დამალული.
The Wall Street Journal: Google შესაძლოა, ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას წინააღმდეგობას უწევდეს

The Wall Street Journal: Google შესაძლოა, ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას წინააღმდეგობას უწევდეს

12 საათის წინ

Google-ის თანამშრომლები საძიებო სისტემის ისე შემუშავების საკითხებს განიხილავენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულებას. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. როგორც გამოცემის წყარო იუწყება, "ვიცი, რომ ეს...