ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობისთვის

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობისთვის "ქართუმ" 150 მილიონი დოლარი გამოყო"

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფონდი "ქართუს" დაფინანსებით 2000-ზე მეტი ქალაქსა და სოფელს ინტერნეტი ექნება.
პრემიერის თქმით, "ქართუ" აღნიშნულ პროექტს, რომელსაც კომპანია Open Net განახორციელებს, 100 მილიონი დოლარით სრულად დააფინანსებს. "აიპრესი" დეტალების გასარკვევად Open Net - ის ხელმძღვანელს, ნინო ქუბინიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტი დადგენილების ძალაში შესვლიდან 3 წელში დასრულდება. "პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ა4რ ვსარგებლობთ ტერმინით ინტერნეტიზაცია. ჩვენ ვამბობთ, რომ წლევანდელი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. ეს თვისობრივად განსხვავდება ინტერნეტიზაციისგან. ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად განხორციელდება აღნიშნული პროგრამა. ამ დადგენილებაში აღწერილია ორი კომპონენტი, რომელიც უნდა განხორციელდეს. პირველი კომპონენტი მოიაზრებს თანადაფინანსებას, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას და ნიშნავს, რომ თუ კერძო სექტორს ექნება სურვილი განახორციელოს თავისი ინვესტიციები, ან გამოიყენოს თანადაფინანსების კომპონენტი და ინფრასტრუქტურა თვითონ ააშენოს გარკვეულ სოფლებში, რომელსაც თვითონ დაასახელებს, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს არ იქნება ცუდი ამიტომ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას. მეორე კომპონენტი არის უშუალოდ Open Net-ის მიერ ურთიერთშეთანხმების შედეგად დარჩენილი სოფლების, ტერიტორიის ინფრასტრუქტურით დაფარვა. შესაბამისად, დადგენილების მიხედვით, პროცესი უნდა დასრულდეს სამი წლის განმავლობაში. მოიაზრება, რომ ამ პერიოდის შემდეგ საქართველოს მასშტაბით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ხელმისაწვდომი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი უფრო ადრეც დასრულდეს. იმ შემთხვევაში, თუ პირობითად, რომელიმე კომპონენტი სწრაფად დასრულდა. უფრო სწორად რომ მოვიაზროთ, პროექტი დადგენილების ძალაში შესვლიდან სამი წლის თავზე დასრულდება. კონკრეტული რეგიონები იქნება, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება, თუ ეს იქნება მთლიანი საქართველოს მასშტაბით? ზოგადად, მოიაზრება, რომ პროგრამა ვრცელდება საქართველოს მთელი მასშტაბით. ამ მომენტისთვის ჯერჯერობით უცნობია, კერძო სექტორი რომელი სოფლების მიმართ გამოხატავს ინტერესს. აქედან გამომდინარე, რთულია ითქვას, რომელი რეგიონი დაიფარება პირველად. თანმიმდევრობა უცნობია. მაგრამ ეს პროცესები იქნება საჯარო, გამოქვეყნდება Open Net-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც მშენებლობის პროცესშია. კერძო სექტორი თავისი სურვილის მიხედვით წყვეტს, რომელ სოფლებსა და ქალაქებში განხორციელდება აღნიშნული პროექტი? რა თქმა უნდა. დადგენილების თანახმად კერძო სექტორს აქვს პრეროგატივა, რომ დაასახელოს სად უნდა განახორციელოს თავისი საკუთარი ინვესტიცია, რომელი სოფლები უნდა დაფაროს და რა ნაწილში უნდა გამოიყენოს თანადაფინანსების კომპონენტი. იმ ნაწილში, სადაც კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ ინვესტიციის ჩადება არახელსაყრელია, იქ მთავრობა შევა და დაასრულებს. ფაქტობრივად, შექმნის მთიან ქსელს. ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს ამ პროექტს, რომელიც 100 მილიონი დოლარი ჯდება? პროექტი განხორციელდება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონი „ქართუს“ დახმარებით. მთლიანი გრანტი შეადგენს 150 მილიონ დოლარს, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან, სავარაუდოდ, დაიხარჯება 100 მილიონი. ამ ეტაპზე ზოგადი ინფორმაციაა. წარმოდგენას გვიქმნის რა სახეობისა და ზომის ქსელი შეიძლება იყოს აგებული. უფრო კარგად დავინახავთ, როცა უკვე მშენებლობას დავიწყებთ. „ქართუმ“ უკვე გამოყო ეს გრანტი, რომელიც 150 მილიონ დოლარს შეადგენს.
ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

2 საათის წინ

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია, წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში მოხვდა. ამის შესახებ იგი თავის ტვიტერზე წერს. ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას Tesla 8-ს...