ტექნოპარკში

ტექნოპარკში "ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების" ვორქშოფი გაიმართა

დღეს, 14 ივლისს ტექნოპარკში პროგრამის ფართოზოლოვანი ინტერნეტი განვითარებისათვის (BFD)  პროგრამის პრეზენტაციასთან დაკავშირებული ვორქშოფი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. BFD  პროგრამის მიზანია შექმნას მოთხოვნა ფართოზოლოვან ინტერნეტზე საქართველოს რეგიონებში და გაზარდოს აღნიშნული მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამით, პროგრამა  ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომლის ამოცანაა ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტ  ინფრასტრუქტურის განვითარებით. BFD პროგრამის საბოლოო მიზანია საქართველოს რეგიონების სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის და მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ ინტერნეტ მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაზრდა.​
მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

15 ივნისი, 2018

მერიის ტრანსპორტის სამსახურში დოკუმენტზე უკვე მუშაობენ. თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას გადახედავს - ამ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში ადასტურებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ...