პრემიერი: ფონდი ქართუ Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებს უმასპინძლებს

პრემიერი: ფონდი ქართუ Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებს უმასპინძლებს

ფონდი "ქართუ" ხალხსა და ჩვენს შესანიშნავ სტუმრებს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს, ეს არის მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე, - ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილიმა Black Sea Arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. "მარტო მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, დარბაზი უკვე მზად არის უმასპინძლოს ჩვენს მოქალაქეებსა და სტუმრებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი იქნება ძალიან მაღალი. საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს მსოფლიო სტანდარტებს, არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გათვლილია 10 ათასამდე მაყურებელზე, დაპროექტებულია სრული უსაფრთხოების დაცვით, გათვალისწინებულია სტუმრების სრული კომფორტი და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, გათვლილია შშმპ პირებზე, არის მათთვის გათვლილი ადგილები, რისი პრეცენდენტი პრაქტიკულად აქამდე არ გვქონია. დარბაზის სივრცე ისეთია, შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი მუსიკალური მიმართულების კონცერტს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ ღონისძიებებს, შესაბამისად დარბაზი მზადაა უმასპინძლოს ნებისმიერ შოუ პროგრამასა თუ მსოფლიო ვარსკვლავს. ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად, ფონდი "ქართუ" ჩვენს შესანიშნავ სტუმრებს და ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს, ეს არის მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე",- განაცხადა პრემიერმა.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

23 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...