ოზურგეთში სკოლამდელი ცენტრის აღსაზრდელებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

ოზურგეთში სკოლამდელი ცენტრის აღსაზრდელებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ფილიალის აღსაზრდელებმა ჭადრების ბაღში გაერთიანებული შემაჯამებელი ღონისძიება შემოგვთავაზეს. ფერადი ბუშტებისა და პატარების მიერ შესრულებული ნახატების ფონზე წარმოდგენილი იყო სიმღერები და საცეკვაო ნომრები. ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ როზა გოგუაძემ აღსაზრდელებს მადლობა გადაუხადეს ლამაზი დღისთვის. "გვსურდა საფუძველი ჩაგვეყარა ამ ლამაზი ტრადიციისთვის, რასაც ბავშვებისთვის საბავშვო ბაღიდან სკოლისკენ გაცილება ქვია. ღონისძიება ქ. ოზურგეთის მერიის ხელშეწყობით მოხდა. იმედი გვაქვს მსგავსი დღეები უკვე ტრადიციად იქცევა, ეს ბავშვები ხომ ჩვენი ქალაქის ხვალინდელი დღეა!" - ამბობს ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ეკა ნინიძე.
ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება

2 საათის წინ

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს...