აშშ-ის მოქალაქემ Microsoft-ს Windows-ის განახლებისათვის უჩივლა და პროცესი მოუგო

აშშ-ის მოქალაქემ Microsoft-ს Windows-ის განახლებისათვის უჩივლა და პროცესი მოუგო

კალიფორნიის მაცხოვრებელმა ტერი გოლდშტაინმა კომპანია Microsoft-ს სასამართლო პროცესი მოუგო. კორპორაციამ მას 10 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, ვინაიდან Microsoft-მა მომჩივანის კომპიუტერში Windows-ი ავტომატურად განაახლა. აღნიშნულის შესახებ The Inquirer-ი წერს. კლიენტის თქმით, განახლების შემდგე კომპიუტერმა ძალიან ნელა დაიწყო მუშაობა და დრო და დრო საერთოდ წყვეტდა მუშაობას, ხანდახან რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი. "არასდროს მსმენია Windows 10-ის შესახებ. არავის უკითხავს ჩემთვის, მინდა თუ არა განახლება", - აცხადებს მომჩივანი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ Microsoft-ის წარმომადგენლებმა პრობლემის იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს, რის გამოც მან კომპანიას სასამართლოში უჩივლა და კომპენსაცია მოსთხოვა. სასამართლომ მისი მოთხოვნა კანონიერად ჩათვალა და კომპანიას კომპენსაციის სახით 10 ათასი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. Microsoft-მა აპელაცია თავიდანვე შეიტანა, თუმცა შედეგ მალევე უკან გამოიხმო. კორპორაციაში ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ მათთვის ბევრად მოსახერხებელია კლიენტს აღნიშული თანხა გადაუხადონ, ვიდრე სასამართლო დავა გააგრძელონ. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, ეს პირველი საზოგადო შემთხევაა, როდესაც კლიენტმა, კომპანიას პროდუქტის განახლებისათვის სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოუგო.
სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...