დღე მე-10 - გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

დღე მე-10 - გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

  • 20 ივნისი, 2016
  • 16:19
  • ადმინისტრატორი
ევროპის ჩემპიონატის მეათე დღეს საფრანგეთში ორი თამაში გაიმართა. საფრანგეთი შვეიცარიის მატჩი ფრედ 0:0დასრულდა, ხოლო ალბანეთმა რუმინეთი 1:0 დაამარცხა. გოჩამ  ნიცას ულამაზესი სანაპიროდან ფანზონაში გადაინაცვლა და მასენას მოედნიდან მიმართა ლუდი ნატახტარის და ფეხბურთის მოყვარულებს. მასენაზე გოჩამ დაგვანახა აპოლონის ძეგლი, რომელიც ქართველებმა სპორტის სასახლეს წინ მდებარე ფოთოლას ძეგლს მიამსგავსეს. გოჩამ მათ ასე უპასუხა: "კი რაღაცით ჰგავს, ოღონდ ეს უფრო თამამია, მაინც ევროპელია და ეტყობა. ჩვენი ფოთოლა უფრო დაფარულია". Capture კიდევ ერთუ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა გუშინ. ფრანგი ფანი დაიჭირეს, რადგან მას სტადიონზე 18 სანტიმეტრიანი მაშხალა შეჰქონდა თავისი უხერხული ადგილით. მეორე ჩართვაში ნატახტარის ფეისბუქ გვერდზე შესულ მაყურებელმა იხილა გოჩას შეხვედრა ყველასათვის ნაცნობ მეგობართან,ზვიოსთან. ასევე ზვიოსთან ერთად გოჩა შეხვდა ორ ქართველ ბიჭს, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს ნიცის სტადიონის მშენებლობაში. ბოლოს კი, ტრადიციულად გიტოვებთ ევროპის ჩემპიონატზე გადაღებულ გამორჩეულ ფოტოს ჰოლანდიელი გულშემატკივრების მონაწილეობით. "უკვე მეორე წრე დასრულდა და ჰოლანდიის ნაკრები ჯერ კიდევ არ ჩანს. მგონი, ტყუილად ჩამოვედით". გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ.  ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ  სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ,  გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. ბმულები: https://www.facebook.com/natakhtari/videos/1330800550270695/ https://www.facebook.com/natakhtari/videos/1330830620267688/
გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

გერმანია, ტრამპის პოზიციების გამო, "ჩრდილოეთ დინება-2"-ის გაზსადენის მშენებლობაზე უარს არ იტყვის

14 საათის წინ

აშშ-ის პოზიციების გამო, გერმანია უარს არ იტყვის რუსეთთან შეთანხმებაზე ენერგეტიკულ სფეროში, რომელიც გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება-2"-ის მშენებლობას ეხება. ამის შესახებ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ანდრეა ნალესი Funke-თან...