700-ზე მეტი სტუმარი 57 ქვეყნიდან - თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს

700-ზე მეტი სტუმარი 57 ქვეყნიდან - თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს

1-5 ივლისს, თბილისში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან. ყოველწლიური სესია საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე გაიმართება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია საქართველოში პირველად ჩატარდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებულ შეთანხმებას იანვარში მოაწერეს ხელი. როგორც ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება.
კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

18 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...