MITSUBISHI-ს დირექტორი კომპანიის დანაშაულზე: პასუხისმგებელი ვარ

MITSUBISHI-ს დირექტორი კომპანიის დანაშაულზე: პასუხისმგებელი ვარ

ავტომობილების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ Mitsubishi Motors აღიარა, რომ მცირელიტრაჟიანი ავტომობილების საწვავის ხარჯის მონაცემებს მალავდა. საუბარია 600 000 ავტომობილზე, - აღნიშნულის შესახებ BBC წერს. საქმე ეხება 625 000 მცირელიტრაჟიან ავტომობილს, კერძოდ შემდეგ მოდელებზე: eK Wagon, eK Space, Dayz და Dayz Roox, რომლებიც კომპანია Mitsubishi-მ, კორპორაციისთვის Nissan Corp. დაამზადა. კომპანიებმა უკვე შეაჩერეს მოდელების გაყიდვის პროცესი და კომპენსაციის მოცულობის შესახებ მოლპარაკებებს აწარმოებენ. აგრეთვე, კომპანიები გეგმავენ, დარღვევების გამოკვლევებისთვის სპეციალური კომისია შემქნან, რომელიც ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. კომპანიის Mitsubishi ხელმძღვანელებმა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტოკიოში სპეციალური პრეს-კონფერენცია გამართეს. კონფერენციას ესწრებოდა კომპანიის პრეზიდენტი ტეცურო აიკავა, რომელმაც კონფერენციის დაწყებამდე, საქვეყნოდ ქედი მოიხარა. "მე პასუხისმგებელი ვარ", - განაცხადა დირექტორმა.
ჯეკ მა აშშ-სა და ჩინეთს შორის გრძელვადიანი სავაჭრო ომის დაწყებას აანონსებს

ჯეკ მა აშშ-სა და ჩინეთს შორის გრძელვადიანი სავაჭრო ომის დაწყებას აანონსებს

41 წუთის წინ

Alibaba Group-ის დამაარსებელმა ჯეკ მამამ, კორპორაციის ინვესტორების კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი შესაძლოა ორ ათწლეულს გაგრძელდეს. მამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა პირველ რიგში...