კომპანიამ MITSUBISHI საწვავის მონაცემების გაყალბება აღიარა

კომპანიამ MITSUBISHI საწვავის მონაცემების გაყალბება აღიარა

ავტომობილების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანიამ Mitsubishi Motors აღიარა, რომ მცირელიტრაჟიანი ავტომობილების საწვავის ხარჯის მონაცემებს მალავდა. საუბარია 600 000 ავტომობილზე, - აღნიშნულის შესახებ BBC წერს. საქმე ეხება 625 000 მცირელიტრაჟიან ავტომობილს, კერძოდ შემდეგ მოდელებზე: eK Wagon, eK Space, Dayz და Dayz Roox, რომლებიც კომპანია Mitsubishi-მ, კორპორაციისთვის Nissan Corp. დაამზადა. კომპანიებმა უკვე შეაჩერეს მოდელების გაყიდვის პროცესი და კომპენსაციის მოცულობის შესახებ მოლპარაკებებს აწარმოებენ. აგრეთვე, კომპანიები გეგმავენ, დარღვევების გამოკვლევებისთვის სპეციალური კომისია შემქნან, რომელიც ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. გარდა ამისა, კომპანიამ Mitsubishi იმ ავტომობილების შემოწმება დაიწყო, რომელიც საექსპოტოდაა დამზადებული. კომპანიის Mitsubishi ხელმძღვანელებმა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტოკიოში სპეციალური პრეს-კონფერენცია გამართეს. კონფერენციას ესწრებოდა კომპანიის პრეზიდენტი ტეცურო აიკავა, რომელმაც კონფერენციის დაწყებამდე, საქვეყნოდ ქედი მოიხარა. "მე პასუხისმგებელი ვარ", - განაცხადა დირექტორმა. შეგახსენებთ, რომ კომპანია Mitsubishi Motors-ის აქციები 15%-ით დაეცა, რაც 2004 წლიდან მოყოლებული რეკორდული მაჩვენებლია.
Bloomberg: აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა თეირანს სერიოზული ზიანი მიაყენა

Bloomberg: აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა თეირანს სერიოზული ზიანი მიაყენა

2 წუთის წინ

ირანის წინააღმდეგ დაწესებულმა ამერიკულმა სანქციებმა თეირანს სერიოზული ზიანი მიაყენა, ნავთობის ექსპორტი 35%-ით შემცირდა. ამის ფონზე კი, რიალის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 60%-ით გაუფასურდა. ვაშინგტონმა უკვე მიაღწია თავის მიზნებს, თეირანის...