HYUNDAI MOTOR და CISCO ავტომობილის ინტერნეტთან მიერთების ტექნოლოგიაზე მუშაობს

HYUNDAI MOTOR და CISCO ავტომობილის ინტერნეტთან მიერთების ტექნოლოგიაზე მუშაობს

კომპანია Hyundai Motor-ი, Cisco Systems-თან ერთად ინოვაციურ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელიც ავტომობილს ინტერნეტთან დააკავშირებს, - აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება. ინოვაციური სისტემა კომპანია Hyundai-ს იდეის განხორციელებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. იდეა კი "მაღალი დონის წარმოებადი ბორბლებიანი კომპიუტერის" შექმნაა. სეულში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის Hyundai ვიცე-თავმჯდომარე და Cisco-ს დირექტორი შესაბამისი ტექნოლოგიის ერთობლივად შემუშავებაზე შეთანხმდნენ. აქამდე ცნობილ იყო, რომ Toyota და Microsoft-ი "მომავლის საავტომობილო ტექნოლოგიის" შექმნაზე ერთობლივად მუშაობდა. ტექნოლოგია Microsoft-ის სერვისზე Azure იქნება დაფუძნებული. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის განხორციელების შემთხვევაში, ავტომობილს, მძღოლის მარშრუტების დამახსოვრების, საინფორმაციო სერვისების შეთავაზებისა და ავტომობილის "ჯანმრთელობის მდგომარეობის" შეტყობინების უნარი ექნება.
ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

ილონ მასკი: წარმოების ჯოჯოხეთიდან ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში გადავინაცვლეთ

2 საათის წინ

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია, წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ ლოგისტიკურ ჯოჯოხეთში მოხვდა. ამის შესახებ იგი თავის ტვიტერზე წერს. ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას Tesla 8-ს...