ანაკლიაში რკინიგზის სადგური აშენდება

ანაკლიაში რკინიგზის სადგური აშენდება

ანაკლიაში 2019 წლისთვის რკინიგზის სადგური აშენდება, - ამის შესახებ "აიპრესთან", "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტების განვითარებისთვის და ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის აუცილებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელსაც სამგზავრო გადაყვანებისთვის და სატვირთი გადაზიდვებისთვის გამოვიყენებთ. "ჩვენ, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ვიყენებთ ორივე მიზნისთვის - სამგზავრო გადაყვანებისთვისა და სატვირთო გადაზიდვებისთვის. 18-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც აშენდება, შეგვიძლია არამარტო პორტის დანიშნულებით გამოვიყენოთ, არამედ სამგზავრო გადაყვანების განვითარების კუთხითაც. ანაკლია საკმაოდ წარმატებული ტურისტული მიმართულებაა, ჩვენ იქ სამგზავრო გადაყვანების ვაგზალს გავაკეთებთ, დაახლოებით ისეთს, როგორიც ბათუმშია. ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება 2019 წლითაა განსაზღვრული. რკინიგზის სადგურის გაკეთებაც აღნიშნულ პერიოდში დასრულდება", - განაცხადა ბახტაძემ.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

23 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...