საქართველოდან საშიში ქიმიური ნივთიერებები გააქვთ

საქართველოდან საშიში ქიმიური ნივთიერებები გააქვთ

საქართველოს ტერიტორიაზე შეგროვებული, 208 ტონამდე ვადაგასული პესტიციდი (ქიმიური ნივთიერება - მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ), დროებით დასაწყობების ადგილიდან საფრანგეთში იგზავნება, მაღალ ტემპერატურულ რეჟიმში განადგურების მიზნით. ვადაგასული პესტიციდები, საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩა. ქიმიური ნივთიერებების საფრთხის შესამცირებლად და ქვეყნიდან გასატანად, 2012 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის წამოიწყო. პროექტის ფარგლებში ორი ძირითადი მიმართულების საქმიანობა განხორციელდა: პირველი - მოხდა პესტიციდების სასიცოცხლო ციკლის შეფასება და ფერმერულ მეურნეობებში ცნობიერების ამაღლება, რათა შემცირებულიყო ჯანმრთელობის ზიანის რისკები ვადაგასული პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებით; მეორე მნიშვნეელოვანი მიმართულება კი ეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ვადაგასული პესტიციდების შეგროვებას, შეფუთვას და მათი განადგურების მიზნით, ქვეყნიდან გატანას. 2015 წელს შეგროვებული და დასაწყობებული ტვირთის გატანა საქართველოდან საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება, ტენდერით შერჩეული კომპანია პოლიეკო/ტრედის (POLYECO/TREDI) მიერ. "პროცესი გარემოს დაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით მიმდინარეობს", - აცხადებს FAO-ს კონსულტანტი, პროექტის მენეჯერი ხათუნა ახალაია, "სამინისტროს აქტიური ჩართულობის შედეგად, შეფერხების გარეშე მივიღეთ თანხმობა სატრანზიტო ქვეყნებიდან, რომ სახიფათო ტვირთი საფრანგეთში გასანადგურებლად ჩავიტანოთ".
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

3 საათის წინ

2018 წლის 15 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და...