"ლუკოილმა", ბალტიისპირეთში, 230 ავტოგასამართი სადგური ავსტრიულ კომპანიას მიყიდა

რუსულმა კომპანიამ "ლუკოილი", ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში ავტოგასამართი სადგურების გაყიდვების შესახებ გარიგება ბოლომდე მიიყვანა. "ლუკოილმა", აღნიშნლი ავტოგასამართი სადგურები ავსტრიულ საინვესტიციო კომპანიას AMIC Energy Management მიყიდა. შესაბამისი ინფორმაცია, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრეცლდება. როგორც განცახდებაშია აღნიშნული, გარიგების შედეგად, ავსტრიული კომპანია Lukoil Baltia R-სა და Lukoil Polska-ს მფლობელი გახდა. აღნიშნულ შვილობილ კომპანიებს ბალტიისპირეთში 230 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. გარგების ღირებულება დოკუმენტში დასახელებული არაა. საწყის ეტაპზე, ავტოგასამართი სადგურები ბრენდის "ლუკოილი" დასახელების ქვეშ გააგრძელებს ფუნქციონირებას. 2016 წლის განმავლობაში კი კომპანია AMIC მათ რებრენდინგზე იმუშავებს, რის შემდეგაც, ავტოგასამართი სადგურები ავსტრიული ბრენდის სახელით გააგრძელებს მუშაობას.
სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...