McDonald's-ი ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში 1 500 რესტორანს გახსნის

McDonald's-ი ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში 1 500 რესტორანს გახსნის

სწრაფი კვების ქსელი McDonald's-ი 1,5 ათასი რესტორანს გახსნის. ეს რესტორნები, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში გაიხსნება, - აღნიშნული ინფორმაცია კორპორაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. ამ ეტაპზე, კომპანიას, აღნიშნული ქვეყნების მასშტაბით 2,8 ათასი რესტორანი აქვს გახსნილი. როგორც McDonald's-ის გენერალური დირექტორი სტივენ ისტერბრუკი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აცხადებს, გადაწყვეტილება, რესტორნების ქსელის გაფართოების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც 2015 წელს, ჩინეთში, იაპონიასა და აშშ-ში, კორპორაციის 350 რესტორანი დაიკეტა. ისტერბრუკის განცხადებით, კორპორაციის მიზანი ფრეჩაიზინგის დარგში მსოფლიო პარტნირობის გაფართოებაა. გენერალური დირექტორის განმარტებით, მხოლოდ ჩინეთში, კომპანია 1300 რესტორნის გახსნას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-ს მერე, McDonald's-ის რესტორნების რაოდენობით ჩინეთი რიგით  მეორე ქვეყანა გახდება.
სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...