უნგრეთი საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის 68 მილიონიან კრედიტს გამოყოფს

უნგრეთი საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის 68 მილიონიან კრედიტს გამოყოფს

უნგრეთი საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის 68 მილიონიან საკრედიტო ხაზს გამოყოფს, - ამის შესახებ ცნობილი გახდა უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და უნგრეთისსაგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შორის გამართული შეხვედრის დროს.

უნგრული მხარის ინიციატივით, "ექსიმ ბანკში"  ქართული და უნგრული ერთობლივი პროექტების  ხელშეწყობისთვის  68 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაიხსნება. აღნიშნული საკრედიტო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობა ორივე ქვეყნის იმ კომპანიებს მიეცემათ, რომლებიც ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას რეგიონალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროპისთვისსტრატეგიული პარტნიორია ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ხაზისმიმართულებით.

ამ კონტექსტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის აბრეშუმისფორუმის ინიცირება, რომელიც კარგ პლატფორმას იძლევა რეგიონალური სატრანზიტო, ეკონომიკური და ენერგეტიკულიშესაძლებლობების განხილვისა და ერთობლივი სტრატეგიის დასახვის  თვალსაზრისით.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...