გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 28 მარტამდე ბრიუსელში ფრენებს წყვეტს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 28 მარტამდე ბრიუსელში ფრენებს წყვეტს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, 28 მარტამდე ბრიუსელში რეისებს წყვეტს, - აღნიშნულის შესახებ ინფომრაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება ეხება ავიაკომპანიის შვილობილ კომპანიებზეც Lufthansa Group: Austrian Airlines, Brussels Airlines, Swiss და Eurowings. რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომელბსაც აღნიშნული მიმართულებით უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები, მათ სპეციალური შატლების დახმარებით ფრანკფურტის აეროპორტში გადაამისამართებენ. 22 მარტს, ბელგიის დედაქალაქ ბრუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება ავიაკომპანიების American Airlines და Brussel Airlines საეგისტრაციო სტენდებთან მოხდა. ორივე თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს, რომელთა ცხედრები პოლიციამ ადგილზევე აღმოაჩინა. ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, აეროპორტში განხორციელებულ აფეთქებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა. აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შემდეგ კი ქალაქის ცენტრალურ მეტროსადგურებში ორი აფეთქება მოხდა, რასაც ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 300-მდე მოქალაქე.
სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი ლონდონმა დაიკავა

10 მაისი, 2018

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქალაქში მსოფლიოში მოწინავე სასწავლებლების რაოდენობა, სტუდენტების საერთო რაოდენობაში უცხოელთა წილი, ტოლერანტობა, ქალაქში მუზეუმების რაოდენობა, ქალაქის...