ტოკიოში, ქართული ღვინო გამოფენა FOODEX JAPAN 2016-ზეა წარდგენილი

ტოკიოში, ქართული ღვინო გამოფენა FOODEX JAPAN 2016-ზეა წარდგენილი

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების 41-ე საერთაშორისო გამოფენა FOODEX JAPAN 2016 მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია: "კახური", "შუმი", "კახური ღვინის მარანი", "ქიმერიონი", "თელავის ღვინის მარანი", "მეღვინეობა ხარება","ვაზიანი კომპანი" და "კახური ტრადიციული მეღვინეობა". ქართული ღვინის კომპანიები ასევე წარმოდგენილი იქნება იაპონიის კიდევ ერთ მასშტაბურ გამოფენაზე Wine & Gourmet Show, რომელიც აპრილში, ტოკიოში გაიმართება. გამოფენის გახსნის დღეს ქართული ღვინის კომპანიებს გადაეცა საერთაშორისო კონკურსში "საკურა" (The 3rd Sakura Japan Women’s Wine Awards 2016) მიღებული ჯილდოები. FOODEX JAPAN 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქვეყანა და მას ათეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება. 2015 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 138 290 ბოთლი ღვინო, რაც  5%-ით აღემატებოდა 2014 წლის ექსპორტს.
კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

17 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...