ქუმსიშვილი: ყაზახებისთვის ბათუმის ნავთობტერმინალი საინვესტიციოდ მიმზიდველია

ქუმსიშვილი: ყაზახებისთვის ბათუმის ნავთობტერმინალი საინვესტიციოდ მიმზიდველია

"ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა ყაზახებთან. ჩამოსული იყო ყაზახეთის ვიცეპრემიერი. პრაქტიკულად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოში, ყაზახური ინვესტიციის ჩადებას ეხება. მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც ჩვენ მათგან მივიღეთ, ისაა, რომ ყაზახეთი რჩება საქართველოში. მათ არც უფიქრიათ საქართველოდან გასვლაზე. ჩვენ შეხვედრები დავიწყეთ ბათუმში. სამწუხაროდ, ჩვენც კი ვიყავით იმ განცხადებების შეცდომაში შეყვანილი, რომელიც ვრცელდებოდა. იმ სახელმწიფო აქტივების ჩამონათვალში რჩება ბათუმის ნავთობტერმინალი და საზღვაო ნავსადგური. ყაზახეთის პრემიერმა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ საქართველოდან გასვლის არანაირი განზრახავა არ ჰქონია. ყაზახები რჩებიან, მათთვის, ბათუმის ნავთობტერმინალი და საზღვაო ნავსადგური კარგი ინვესტიციაა, საიდანაც ისინი დივიდენდებსაც იღებენ, შესაბამისად, ტექნოლოგიური განახლება და გაუმჯობესება, ბათუმის ნავთობტერმინალისთვის აუცილებელია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

14 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...