ქართული კუთხე ისრაელის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობაზე

ქართული კუთხე ისრაელის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ისრაელში საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა-ბაზრობაში IMTM 2016 მიიღო მონაწილეობა. თელ-ავივში გამორთულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, Capital Georgia Travel, Georgian Travel Group, Mimino travel, Prestige tour, Travel In, Marco Polo, Caucasus Travel, Georgia Travel RSP, Borjomi Palace, Linda, Travel to Georgia მონაწილეობდნენ. გამოფენაზე 50 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 1000-ზე მეტი კომპანიაიყო წარმოდგენილი. ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელს ისრაელიდან საქართველოს 59 480 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა 2014 წელთან შედარებით 40%-ით მეტია. 2016 წელს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება. წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე მიზნობრივ ქვეყანაში მარკეტინგულ კამპანიას ჩაატარებს. ადმინისტრაცია მონაწილეობას გეგმავს 21 საერთაშორისო გამოფენაში. შიდა ტურიზმის წასახალისებლად ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, გაგრძელდება პროექტი "გაიცანი საქართველო".
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...