საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონაში გერმანული კომპანია ფრენებს განახორციელებს

საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონაში გერმანული კომპანია ფრენებს განახორციელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ" გერმანულ კომპანიაზე HTM Helicopter Travel Munich GmbH ზამთრის საკურორტო ზონაში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონაში კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH ოპერირებას 4 თებერვლიდან 31 მარტამდე განახორციელებს. კომპანიისთვის ფრენების ნებართვის მინიჭების თაობაზე შუამდგომლობით სააგენტოს შპს "ჰელიქსირმა" მომართა. HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ის კუთვნილი AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, ქართული კომპანია "ჰელიქსირი" გუდაურის საკურორტო ზონაში მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებას, კერძოდ, Heli-skiing ტურებს განახორციელებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. HTM Helicopter Travel Munich GmbH მეორე უცხოური ვერტმფრენების კომპანიაა, რომელიც წელს საქართველოს ზამთრის ტურისტულ ზონებში ფრენებს განახორციელებს. ავსტრიულ კომპანია Wucher Helikopter Gmbh-ზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელების ნებართვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით გასცა. აღნიშნული კომპანიების ოპერირება საქართველოში ხელს შეუწყობს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტებზე და ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...