Google-ის მზის ენერგიაზე მომუშავე დრონები 5G ინტერნეტს გაავრცელებს

Google-ის მზის ენერგიაზე მომუშავე დრონები 5G ინტერნეტს გაავრცელებს

ლაბორატორია Google X-ის ინჟინრებმა ახალი პროექტი წამოიწყეს, რომლის კოდური სახელწოდებაა Skybender, - აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი წერს. პროექტის მთავარი  მომენტი, ავტონომიური დრონი იქნება, რომელიც მზის ელემენტებზე იმუშავებს და 5G ინტერნეტს, სტანდარტულ LTE-ზე 40-ჯერ სწრაფად გაავრცელებს. პროექტი ოფიციალურეად ჯერ არ დაანონსებულა, მის შესახებ The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, გარკვეული საიდუმლო დოკუმენტების საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტების თანამხად, Google ამ ეტაპზე ნიუ-მექსიკოს კოსმოპორტ America-ს თავზე, დრონებს მზის ელემენტებზე ტესტავს. სიგნალის გადამცემი ტექნოლოგია, 28 გიგაჰერცის სიხშირეზე, მილიმეტრიან რადიოსიგნალებზე იმუშავებს. ინტერნეტის გავრცელებას, OPA-ს თვითმფრინავებისა და ავტონომიური დრონები Solara 50-ის მზის ელემენეტებზე მუშაობით შეძლებენ, რომელსაც კომპანია Titan Aerospace აწარმოებს. დოკუმენტების მიხედვით, კორპორაცია Google-ს, ტესტირებისათვის, კომისია FCC-ს ნებართვა 2016 წლის ივლისამდე აქვს. Google-ის მზის ენერგიაზე მომუშავე დრონები 5G ინტერნეტს გაავრცელებს
მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

მერია ჰაერის დაბინძურების წყაროს, ყვითელ ავტობუსებს, ჩაანაცვლებს

15 ივნისი, 2018

მერიის ტრანსპორტის სამსახურში დოკუმენტზე უკვე მუშაობენ. თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკას გადახედავს - ამ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში ადასტურებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ...