სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ვებგვერდი აქვს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ვებგვერდი აქვს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი ოფიციალური ვებგვერდი ამოქმედდა. ვებგვერდი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტებისა და ტენდენციების (HTML5, CSS 3 ტექნოლოგია, W3C სტანდარტები) შესაბამისად შეიქმნა. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ინტერნეტ ტრაფიკის მაქსიმალური დაზოგვის გათვალისწინებითაა დაწერილი, რაც მომხმარებელს ხელს უწყობს უფრო სწრაფად და ხარისხიანად იმუშაოს ვებგვერდზე. დიზაინში გათვალისწინებულია თანამედროვე მოწყობილობების მრავალფეროვნება, რაც გულისხმობს ვებგვერდის შეუფერხებელ მუშაობას ყველა ტიპის სმარტფონზე, პლანშეტზე, ტელევიზორზე, პერსონალურ კომპიუტერზე. ვებგვერდზე მხარდაჭერილია თანამედროვე ინტერნეტ ბროუზერების უახლესი ვერსიები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ ვებგვერდზე შესაძლებელია, ყველა დაინტერესებულმა პირმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის, მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ვებგვერდზე განთავსებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშები; ასევე, ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურის, ფუნქციებისა და ამოცანების შესახებ. გარდა ამისა, "საჯარო ინფორმაციის ელექტონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ყველა შესაბამისი ინფორმაცია და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის.
ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...