ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საგანგებო რეჟიმში გრძელდება

ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საგანგებო რეჟიმში გრძელდება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიდთოვლობის გამო დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე აღდგენითი სამუშაოები ინტენციურ რეჟიმში გრძელდება. აჭარისა და გურიის რაიონულ ცენტრებს ელექტროენერგია კვლავ უწყვეტად მიეწოდება. პრობლემური რჩება რამოდენიმე სოფელი, სადაც დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროსადენები. აღნიშნულ რეგიონებში ძირითადად დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელია დაზიანებული. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრიგადებს ფეხით უწევთ დაზიანებული უბნების აღმოჩენა და დაზიანებების აღმოფხვრა. მეორე დღეა მდგომარეობას ადგილზე სწავლობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, - აღნიშნავენ სამინისტროში.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...