ლევან კალანდაძე: ჯარიმების სისტემა კონტრაქტორი კომპანიებისთვის მასტიმულირებელი იქნება

ლევან კალანდაძე: ჯარიმების სისტემა კონტრაქტორი კომპანიებისთვის მასტიმულირებელი იქნება

საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა, კონტრაქტორი კომპანიებისთვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური და ადმინისტრაცული ჯარიმების დაწესების შესახებ, "აიპრესთან" ეკონომიკის ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ შეაფასა. მისი თქმით, კონტრაქტორებისთვის ჯარიმებისა და წახალისების სისტემის დაწესება მასტიმულირებელი და ეფექტური იქნება. "მე მაინც მგონია, რომ კარგი გაგებით, გარკვეული შიში იმისა, რომ არასათანადოდ, ან არადროულ ვადებში შესრულებული სამუშაოს გამო დაწესდება ჯარიმა ეს კარგია. ამის შიშის გარეშე კომპანიებს არ აქვთ სტიმული იმისა, რომ სრულფასოვნად შეასრულონ სამუშაო. აქედან გამომდინარე, თავად პენალტების სისტემა ეს აპრობირებული სისტემაა, ჩვენი მოგონილი არ არის. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს მუშაობს. ეს მუშაობს კერძო სტუქტურაში. კერძო სტუქტურებს შორის როცა საკონტრაქტო ურთიერთობებია კონტრაქტი თავისთავად ითვალისწინებს პენალტების სისტემას. ბუნებრუვია, რატომ არ უნდა გამოიყეოს ეს საჯარიმო სანქციები საელმწიფომ? ისიც ხომ ერთ-ერთი მხარეა. აქედან გამომდინარე, თუ სწორად იქნება შერჩეული პენალტების სისტემა ეს გააჩენს გარკვეულ მოტივაციას, რომ დროულად შეასრულონ სამუშაო და ამავდროულად იყოს ხარისხის კონტროლი. რა თქმა უნდა, მხოლოდ დროულად შესრულება არ არის მთავარი, მთავარია ფასის და ხარისხის კომბინაცია. პრემიერმა დაასახელა არა მხოლოდ პენალტების სისტემა, არამედ წახალისების სისტემაც. წახალისების სისტემა შესაძლებელია, კიდევ დამატებითი სტიმული გახდეს იმისა, რომ არა მარტო კარგად შესრულდეს სამუშაო, არამედ ტემპიც დაჩქარდეს და თუ ეს წამახალისებელი კომპონენტი ფინანსურ მოტივაციასთანაც იქნება დაკავშირებული ვფიქრობ, საბოლოო ჯამში შეიძლება, კარგი რეგულაცია მივიღოთ", - განაცხადა კალანდაძემ.
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

3 საათის წინ

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...