სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის დირექტივების შესრულებას აგრძელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის დირექტივების შესრულებას აგრძელებს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბათუმში, მედიატურის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მხრიდან დადებითი შეფასების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს უხლესი ისტორიის მანძილზე, ერთ- ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. "ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ყველა ცვლილება, ყველა რეფორმა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, არის წარმატებული და არის აღიარებული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. მოხარული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ამ ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) ფარგლებში სოფლის მეურნეობაზე მოდის საკმაოდ დიდი დატვირთვა - საქართველოს დირექტივები აქვს შესასრულებელი. აღნიშნული მიმართულებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. უკვე მიღებულია არაერთი მნიშვნელოვანი რეგლამენტი. არსებობს სამოქმედო გეგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, ამ პროცესების მიმდინარე სტატუსებთან დაკავშირებით, ანგარიშგება ხორციელდება", - აღნიშნა ოთარ დანელიამ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წინასაახალწლოდ ასეთი პოზიტიური მოვლენები მოქალაქეთა განწყობაზეც დადებითად მოქმედებს. ოთარ დანელიას განმარტებით, ის, რაც პოლიტიკურ სივრცეში საქართველოსთან მიმართებაში ხდება, ცალსახად პოზიტივია. ეს კი, ბუნებრივია, დადებით გავლენას სხვა მიმართულებით, სხვა დარგებზეც იქონიებს.
10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

10 სარგებელი ლუდის მოყვარულთათვის

4 საათის წინ

წარმოგიდგენთ 10 მიზეზს თუ რატომ არის ლუდი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ  ეს სტატია არ არის სმისკენ მოწოდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ მიირთმევთ...