სოფელ იმირში, მდინარე ხრამზე ხიდის რეაბილიტაცია მილიონ 900 ათასი ლარი დაჯდა

სოფელ იმირში, მდინარე ხრამზე ხიდის რეაბილიტაცია მილიონ 900 ათასი ლარი დაჯდა

მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, სოფელ იმირში, მდინარე ხრამზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულებულია. ამის შესახენ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან. როგორც სამინისტროდან იუწყებიან, პროექტის ფარგლებში ხიმინჯებით გამაგრდა ხიდზე არსებული და განაპირა ბურჯები, განახლდა ხიდის სავალი ნაწილი, ტროტუარები და მოაჯირები; გზა მოინიშნა და შემოიფარგლა. პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 900 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. ხიდის რეაბილიტაცია შპს GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION განახორციელა
ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ რუსთავის ნაწილს 20 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

17 აგვისტო, 2018

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ რუსთავში კერძოდ, VII, VIIა, VIIბ, VIII მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას, ლომოურის გასავლელს, შარტავას გამზირის №4-ს, მელიქიშვილის I და VII გასავლელებს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...